დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
პარაგრაფ თბილისი ერთადერთი სასტუმროა საქართველოში, სადაც Krug-ის იშვიათ და გამორჩეულ შამპანურს დააგემოვნებთ

პარაგრაფ თბილისი ერთადერთი სასტუმროა საქართველოში, სადაც Krug-ის იშვიათ და გამორჩეულ შამპანურს დააგემოვნებთ

20-01-2024 22:06:00

წარმოგიდგენთ Krug-ის შესანიშნავ შამპანურს, რომელსაც 1843 წლიდან მდიდარი ისტორია აქვს✨ ჩვენ ვამაყობთ, რომ პარაგრაფ თბილისი ერთადერთი სასტუმროა საქართველოში, სადაც Krug-ის იშვიათ და გამორჩეულ შამპანურს დააგემოვნებთ.

ცნობისთვის, 

„პარაგრაფ თბილისი“ სტუმრებს სთავაზობს უმაღლესი კატეგორიის 220 ოთახს პანორამული ხედებით თბილისზე, სხვადასხვა სახის რესტორნებს, 3 სართულზე განლაგებულ სპა ცენტრს, მულტიფუნქციურ საკონფერენციო სივრცეებს და რაც ყველაზე მთავარია უმაღლესი ხარისხის მომსახურებას.

„პარაგრაფ თბილისის“ სასტუმროს დიზაინზე ფრანგულმა კომპანია HAT Design Paris-მა იმუშავა, მათ  მიერ შექმნილი სასტუმროს ინტერიერი შთაგონებას საქართველოს მდიდარი მემკვიდრეობისა და ძირძველი ისტორიიდან იღებს.

სასტუმროს სხვადასხვა სივრცეში სტუმრებს დახვდებათ ვაზისა და თბილისის არქიტექტურით ნაკარნახევი დეტალები, ასევე ინტერიერის დიზაინში აქტიურად არის გამოყენებული ქართული სამოსელისთვის დამახასიათებელი ელემენტები და უნიკალური ქართული ორნამენტების ასლები.

პარაგრაფ თბილისის დიზაინი  ორგანულად ერწყმის თანამედროვე ესთეტიკას სასტუმროს საზოგადოებრივ სივრცეებსა და ოთახებში.

სასტუმროში წარმოდგენილია ხუთი განსხვავებული კონცეფციის რესტორანი და ბარი. ჩვენი ფრანგი შეფი სტეფან გორტინა, რომელსაც მიღებული აქვს მიშლენის ვარსკვლავი თავის გუნდთან ერთად პარაგრაფ თბილისის სტუმრებს  დაუვიწყარ კულინარიულ მოგზაურობაში გაუძღვება“, - განმარტავენ სასტუმროს ადმინისტრაციაში. 

3 სართულზე განლაგებული უმაღლესი კატეგორიის პარაგრაფ სპა, ბრიტანული ბრენდის “ESPA”-ს ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში.

სპაში დამსვენებლებს დახვდებათ დახურული და ღია აუზი პანორამული ხედებით თბილისზე, სხვადასხვა ტიპის საუნები, ფიტნეს და იოგას დარბაზი, 5 მულტიფუნქციური საპროცედურო ოთახი-ინდივიდუალური ტერასით.

სპაში ასევე დაგხვდებათ სარელაქსაციო სივრცე, სპა კაფე და საქართველოში პირველი ინდივიდუალური მომზადების მაღალტექნოლოგიური “Prama“ სტუდია.

„The Luxury Collection” არის ბრენდი, რომელიც შედგება უმაღლესი ხარისხის სასტუმროებისა და კურორტებისგან, ის დამსვენებლებს უნიკალურ, ავთენტურ გამოცდილებას სთავაზობს, რომელიც სტუმრებს ძვირფას და დაუვიწყარ მოგონებებს შეუქმნის.

„The Luxury Collection“ მოგზაურებისთვის არის დამაკავშირებელი ხიდი მსოფლიოს ყველაზე საინტერესო და სასურველ ადგილებთან, 2023 წლის  ნოემბრიდან „The Luxury Collection”-ის სასტუმროების რუკაზე უკვე თბილისიც გამოჩნდა - „Paragraph Freedom Square, a Luxury Collection Hotel”-ის სახელით.

„პარაგრაფ თბილისი“ ტურიზმის განვითარების ფონდის, რიგით მეორე პარაგრაფის ბრენდის სასტუმროა შეკვეთილის შემდეგ.

„პარაგრაფ თბილისის“  საინვესტიციო ჯამური მოცულობა 150 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, სადაც დასაქმებულია  450 ადამიანი, უახლოეს მომავალში დაგეგმილია პარაგრაფის ქოლგის ქვეშ კიდევ არა ერთი გამორჩეული სასტუმროს გახსნა.

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები