დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ნავთობი და ნავთობპროდუქტების იმპორტი ქვეყანაში 14%-იან ზრდას აჩვენებს

ნავთობი და ნავთობპროდუქტების იმპორტი ქვეყანაში 14%-იან ზრდას აჩვენებს

01-04-2024 20:00:00

ნავთობი და ნავთობპროდუქტების იმპორტი ქვეყანაში 14%-იან ზრდას აჩვენებს. საქსტატის ინფორმაციით, 2023 წლის იანვარ-თებერვალში ქვეყანაში 196,495.05 ტონა საწვავის იმპორტი დაფიქსირდა, რომლის ღირებულებაც 158,424.05 ათასი დოლარი იყო. 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი ქვეყანამ 224,753.14 ტონა საწვავი იყიდა, რაშიც 187,019.10 ათასი დოლარი გადაიხადა.

2024 წლის იანვარ-თებერვალში ქვეყანაში იმპორტირებული  ნავთობი და ნავთობპროდუქტების საერთო მოცულობაში 54%-ი რუსეთზე მოდის, ხოლო 15%-ი რუმინეთზე.

TOP-5 ქვეყანა, სადაც საქართველომ ნავთობი და ნავთობპროდუქტები იყიდა:

რუსეთი - 120,942.29 ტონა,

რუმინეთი - 34,011.03 ტონა,

ბულგარეთი - 20,143.80 ტონა,

აზერბაიჯანი  - 16,932.69 ტონა,

საბერძნეთი - 10,991.22 ტონა.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები