დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ნაფეტვრებში მიწისა ნაკვეთები 5 მლნ ლარის საინვესტიციო ვალდებულებით იყიდება

ნაფეტვრებში მიწისა ნაკვეთები 5 მლნ ლარის საინვესტიციო ვალდებულებით იყიდება

04-04-2024 14:28:00

სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნაფეტვრებში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებს ყიდის. უფრო კონკრეტულად აუქციონზე გამოტანილია ნაფეტვრებში მდებარე 25274.00 კვ.მ; 26128.00 კვ.მ; 7625.00 კვ.მ; 595.00 კვ.მ; 71.00 კვ.მ; 2951.00 კვ.მ; 7751.00 კვ.მ; 2911.00 კვ.მ; 483.00 კვ.მ; 1411.00 კვ.მ; 5814.00 კვ.მ. და 7065.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, რომელიც აუქციონზე ერთ ლოტადაა წარმოდგენილი. აღნიშნული ლოტის საწყისი ღირებულება კი 6 000 000 მლნ ლარია და გასხვისება 18 აპრილს ჩანიშნულ აუქციონზე იგეგმება. აუქციონის პირობების მიხედვით კი გამარჯვებულს მინიმუმ 5 000 000 ლარის ინვესტიციის განხორციელება მოუწევს.

ქონების საპრივატიზებო პირობებად განსაზღვრულია: 

ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა  ელექტრონული  აუქციონის დასრულებიდან 45 (ორმოცდახუთი) კალენდარული   დღის  ვადაში. 

ბ) შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან, არაუმეტეს 60 თვის ვადაში, პირადად ან მესამე პირის მეშვეობით, საპრივატიზებო უძრავი ქონების ან მისი ნაწილის განვითარების (რაც მოიცავს (მაგრამ შესაძლოა არ შემოიფარგლებოდეს) უძრავ ქონებაზე ან მის ნაწილზე კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით სამშენებლო სამუშაოების განხორციელებას) მიზნით, ამავე უძრავ ქონებაზე არანაკლებ 5 000 000 ლარის (დამატებული ღირებულების გადასახადის გათვალისწინების გარეშე) ინვესტიციის განხორციელება.

მყიდველი ვალდებულია საპრივატიზებო პირობების შესრულების (მათ შორის, ამ ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობისათვის შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის) უზრუნველყოფის მიზნით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე   სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში წარმოადგინოს ,,ბ“ პუნქტით განსაზღვრული საინვესტიციო თანხის არანაკლებ 10%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის ვადაც არანაკლებ 4 (ოთხი) თვით უნდა აღემატებოდეს ამავე პუნქტით განსაზღვრულ საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ვადას.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები