დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მსუბუქი ავტომობილების TOP 5 იმპორტიორი - ვინ არიან მფლობელები

მსუბუქი ავტომობილების TOP 5 იმპორტიორი - ვინ არიან მფლობელები

09-07-2023 23:05:51

საქართველოში ბრუნვის მიხედვით მსუბუქი ავტომობილების ყველაზე დიდი ავტოიმპორტიორი კომპანიები ცნობილია. 

საქსტატის მიერ Business Insider Georgia-თვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად 2023 წლის პირველ კვარტალში ბრუნვის მიხედვით შემდეგი TOP 5 ავტოიმპორტიორი კომპანია გამოიკვეთა, რომელთაც ქვეყანაში მსუბუქი ავტომობილები შემოჰყავთ. 

  • შპს ელ თი
  • შპს კავკასიის ავტოიმპორტი
  • შპს ტოიოტა კავკასია
  • შპს ტოიოტა ცენტრი თეგეტა
  • შპს ჯი-თი მოტორს 

(სია არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით) 

ბიზნესრეესტრის მონაცემებით, შპს ელ თის - 100% რაუფ ხალილოვი ფლობს. კომპანიის დირექტორია ლაშა ლომიძე. 

შპს კავკასიის ავტოიმპორტს ოთხი მფლობელი ჰყავს - ლევან სურგულაძე - 27.9% (წილს მართავს გიორგი სურგულაძე,  /ორმაგი მოქალაქე საქართველო, აშშ/)  გიორგი სურგულაძე /ორმაგი მოქალაქე საქართველო, აშშ/ 34.875%; დავით გულაშვილი - 10%, გიორგი გულაშვილი - 27.225%. 

შპს ტოიოტა კავკასია - კომპანიის 100% ტოიოტა ცუშო კორპორეიშენი ფლობს. 

შპს ტოიოტა ცენტრი თეგეტა - კომპანიის 100%-ს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება თეგეტა მოტორსი ფლობს. ხოლო თავად შპს-ს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება შპს თი ჯი ემ ჯგუფი - 98.78% და  თემურ კოხოძე -1.22%, ფლობენ. 

შპს ჯი-თი მოტორსის - 100%-ს  შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ჯი-თი გრუპი ფლობს. ამ კომპანიას სამი მესაკუთრე ჰყავს - გიორგი თავდიშვილი - 33%, გიორგი გველესიანი - 34%, თემურ უსტიაშვილი - 33%. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები