დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მოთხოვნის ზრდის ფონზე, ლოგისტიკური ცენტრების განვითარება პრიორიტეტი ხდება - მიხეილ ხიდურელი

მოთხოვნის ზრდის ფონზე, ლოგისტიკური ცენტრების განვითარება პრიორიტეტი ხდება - მიხეილ ხიდურელი

19-06-2023 15:00:08

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ერთ-ერთი პრიორიტეტი საქართველოში ლოგისტიკური ცენტრების ჩამოყალიბება ხდება, რის აუცილებლობაზეც ბიზნესი უკვე ხმამაღლა საუბრობს. 

როგორც სააგენტოს დირექტორი  მიხეილ ხიდურელი აცხადებს, ლოგისტიკურ ცენტრებზე მოთხოვნა არის და მათი მიზანიც სათანადო მიწოდებაა.

ამ მიზნით კი სააგენტო პოტენციურ ინვესტორებს შესაბამის პროგრამებს სთავაზობს, რათა მათ ქვეყანაში ლოგისტიკური ჰაბების ჩამოყალიბება უზრუნველყონ. 

„ჩვენი ისტორიული უპირატესობაა აზიისა და ევროპის ლოგისტიკური თვალსაზრისით დაკავშირება დღეს სახეზეა, რომ ამ მიმართულებაზე საქართველოზე უფრო დიდი მოთხოვნაა. შესაბამისად რადგან არის მოთხოვნა, ჩვენ  მიწოდება უნდა უზრუნველვყოთ. ამიტომ გვაქვს სხვადასხვა პროგრამები.

უცხოური კომპანიებისთვის ჰაბის გაკეთების შემთხვევაში 15%-იანი ქეშბექია გათვალისწინებული - კაპიტალურ დანახარჯებზე.

ამასთან ერთად გაქვს ქართული კომპანიებისთვის სესხის პროცენტის თანადაფინანსება, სესხის გარანტია. შეუძლიათ გააკეთონ როგორც სამაცივრე მეურნეობა, ასევე მშრალი საწყობები.

ასევე ვხედავთ, რომ მთავრობა დაიწყებს წელს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას აქაც მარტო პორტი არ იქნება საკმარისი. პორტს სჭირდება ქვეყანაში სხვადასხვა ინფრასტრუქტურა, ასევე ლოგისტიკის თვალსაზრისით და ჩვენ ჩვენი პროგრამებით დავეხმარებით, რომ მაქსიმალურად კარგად მოხდეს პორტის მშენებლობასთან ერთა სხვა საჭირო ინფრასტრუქტურის შექმნა“, - აცხადებს მიხეილ ხიდურელი.

გადაზიდვების ბიზნესი აცხადებს, რომ საქართველოს კორიდორი, რომელიც შია დერეფნის ნაწილია ამ ეტაპისათვის ყველაზე ოპტიმალური მიმართულებაა, თუმცა ჩრდილოეთ კორიდორთან შედარებით მაღალი ტარიფებია, რასაც სხვადასხვა მიზეზი განაპირობებს. მათ შორის კი ქვეყანაში სათანადო ლოგისტიკური ცენტრების არარსებობაა. 

„როდესაც ჩნდება მეტი ინფრასტრუქტურა, ამ შემთხვევაში მოლოდინი იქნება, რომ ფასების დარეგულირება მოხდება. თუმცა, ეს ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ კერძო კომპანიებზეა საუბარი და ჩვენი სახელმწიფოს მიდგომა არ არის ფასებში ჩარევა.

თუმცა ვფიქრობ, რომ ბევრი ინფრასტრუქტურის შექმნა და დამატებით ახალი კომპანიების გამოჩენა ლოგისტიკურ ბაზარზე, ასევე როგორც სხვა ბიზნესში, ფასებს დაარეგულირებს“, - აცხადებს მიხეილ ხიდურელი. 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები