მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „იზიკრედ ჯორჯიას“ ლიკვიდაციის პროცესი დასრულდა. შესაბამისი განკარგულება საკანონმდებლო მაცნეში უკვე გამოქვეყნებულია, რომელსაც ხელს სებ-ი ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა აწერს.
„1. მიეცეს თანხმობა შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია იზიკრედ ჯორჯიას“ (საიდენტიფიკაციო ნომერი 205267584) საქმიანობის საგნის ცვლილებასა და ისეთ მეწარმე სუბიექტად გარდაქმნაზე, რომელიც არ ახორციელებს მიკროსაფინანსო საქმიანობას;
2. შეწყდეს შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია იზიკრედ ჯორჯიას“ (საიდენტიფიკაციო ნომერი 205267584) ლიკვიდაციის პროცესი და ლიკვიდატორის თანამდებობიდან გათავისუფლდეს გიორგი ნაროუშვილი (პირადი ნომერი: 19001028319);
3. ეს განკარგულება გაეგზავნოს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრს და ადგილობრივი სისტემის ოპერატორს, თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია წარმოადგენდა ამ სისტემის მონაწილეს;
4. ეს განკარგულება 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე;
5. აღნიშნული განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), მისი ოფიციალურად გაცნობიდან ერთი თვის ვადაში;
6. ეს განკარგულება ამოქმედდეს მხარისათვის მისი გაცნობისთანავე“, - აღნიშნულია №287 განკარგულებაში. ლიკვიდაციის პროცესის შესახებ ინფორმაცია განთავსებულია იზიკრედ ჯორჯიას ვებგვერდზეც, სადაც აღნიშნულია, რომ კომპანიის ლიკვიდაციის პროცესი არ ათავისუფლებს მსესხებლებს აღებული ვალდებულების შესრულებისგან და მსესხებლების ვალდებულებები კომპანიის მიმართ რჩება უცვლელი.
„საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2022 წლის 29 ნოემბრის N481 განკარგულებით დაიწყო შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია იზიკრედ ჯორჯია“-ს ლიკვიდაციის პროცესი. ამავე განკარგულების საფუძველზე ლიკვიდატორად დაინიშნა გიორგი ნაროუშვილი (პირადი ნომერი 19001028319). გთხოვთ იხილოთ ლიკვიდატორის განცხადება.
აქვე განვმარტავთ, რომ საქართველოს კანონმდებლობის თანახმად კომპანიის ლიკვიდაციის პროცესი არ ათავისუფლებს მსესხებლებს აღებული ვალდებულების შესრულებისგან და მსესხებლების ვალდებულებები კომპანიის მიმართ რჩება უცვლელი. სესხის დაფარვა უნდა მოხდეს წინასწარ განსაზღვრული პირობების და ვადების (გადახდის გრაფიკის) შესაბამისად. მსესხებლის მხრიდან სასესხო ვალდებულების დაფარვის ვადაგადაცილების შემთხვევაში კომპანია გამოიყენებს ყველა კანონიერ საშუალებებს სასესხო დავალიანების ამოსაღებად“, - განმარტებულია „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია იზიკრედ ჯორჯიას“ განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “იზიკრედ ჯორჯია” დაფუძნებულია 2008 წლის 19 ნოემბერს. ორგანიზაცია რეგისტრირებულია ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციაში, საიდენტიფიკაციო კოდი #205267584.
უახლესი