იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, ხონში, სოფელ გორდში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. სამართალდამრღვევი სახელწმიფო ტყეში უკანონოდ მოპოვებული 7 კუბური მეტრი წითელი ნუსხით დაცული წაბლის სახეობის სამასალე მერქანს მაღალი გამავლობის ტრანსპორტით ახორციელებდა.
ავტოსატრანსპორტო საშუალება დაილუქა, ხოლო უკანონოდ მოპოვებული სამასალე მერქანი გადატანილია ხონის საქმიან ეზოში.
მიმდინარეობს გარემოზე მიყენებული ზიანის განსაზღვრა. ვინაიდან საქმე შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, გადაგზავნილია შესაბამის უწყებაში.
უახლესი
30 წუთის წინ
თოდუას კლინიკის ახალი ფილიალი დიღომში გაიხსნა!34 წუთის წინ
მსუბუქი ავტომობილების იმპორტი 14%-ით შემცირდა1 საათის წინ
ADB საქართველოს 2024 წლის ეკონომიკურ პროგნოზს ზრდის