ავიაკომპანია Georgian Airways-ი ბორტგამცილებლის პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს.
ძირითადი მოთხოვნა: ასაკი - 18 წლიდან; სიმაღლე - 160 სმ-დან.
კანდიდატის საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ქართული, ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ფლობა (წერა, კითხვა, მეტყველება);
სამივე ენაზე გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი;
ანალიტიკური აზროვნების უნარი;
დეტალებზე ორიენტირებული;
კანდიდატი უნდა იყოს კომუნიკაბელური და შეეძლოს გუნდში მარტივად ადაპტირება;
კანდიდატს უნდა ჰქონდეს დამაკმაყოფილებელი ჯანმრთელობის მდგომარეობა.
კონკურსის ეტაპები:
1. განცხადებების გადარჩევა;
2. გასაუბრება ბორტგამყოლთა სამსახურის უფროსთან;
3. გასაუბრება გენერალურ დირექტორთან;
„დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@georgian-airways.com , არაუგვიანეს 2024 წლის 11 ოქტომბრამდე.
გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - “ბორტგამცილებელი”, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურის განხილვა ვერ მოხდება.
დაკავშირება მოხდება შესაბამის კანდიდატებთან“, - აღნიშნულია Georgian Airways-ის მიერ სოციალურ ქსელში განთავსებულ ინფორმაციაში.
უახლესი