მიმდინარე სტატისტიკური მაჩვენებლებით ქვეყანაში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი 14%-ითაა შემცირებული. საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში 1,978,058.51 ათასი დოლარის ღირებულების 125,566.00 ცალი მსუბუქი ავტომობილის იმპორტი განხორციელდა. 2023 წლის რვა თვეში კი ქვეყანამ 145,431.00 ცალი ავტომობილი. სტატისტიკა აჩვენებს, რომ საქართველოში იმპორტირებული მსუბუქი ავტომობილების 71%-ი ქვეყანაში აშშ-დან შემოვიდა.
TOP ქვეყანა, საიდანაც საქართველო მსუბუქ ავტომობილებს ყიდულობს:
აშშ - 89,451.00 ცალი
იაპონია - 19,553.00 ცალი
გერმანია - 5,853.00 ცალი
კორეა - 2,311.00 ცალი
ჩინეთი - 1,797.00 ცალი
საგულისხმოა, რომ წლიურ ჭრილში საქართველოში ყველაზე მეტი მსუბუქი ავტომობილის იმპორტი 2023 წელს დაფიქსირდა. საანგარიშო წელს ქვეყანამ 219,638.00 ცალი ავტომობილი შემოიყვანა.
უახლესი