დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
2025 წელს ოქრო კიდევ უფრო გაძვირდება - მსხვილი ბანკების პროგნოზი

2025 წელს ოქრო კიდევ უფრო გაძვირდება - მსხვილი ბანკების პროგნოზი

25-09-2024 10:00:00

გარკვეული ბანკები ელოდებიან, რომ ოქროს ფასი ზრდას გააგრძელებს და 2025 წელს ახალ სიმაღლეებს მიაღწევს.

ირკვევა, რომ ეს გამოწვეული იქნება საფონდო ბირჟებში დიდი შემოდინების განახლებითა და წამყვანი ცენტრალური ბანკების, მათ შორის აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ განაკვეთების დამატებითი შემცირების მოლოდინით.

შვეიცარიული ბანკის UBS-ის ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ძვირფასი ლითონის ფასები შეიძლება მომდევნო 6-12 თვის განმავლობაში გაიზარდოს, წერს Reuters. ამერიკული JP Morgan პროგნოზირებს, რომ ოქროს ფასმა 2025 წელს შეიძლება მიაღწიოს $2,850 ტროას უნციაზე, ხოლო Bank of America და ავსტრალიური საინვესტიციო ბანკი Macquarie თვლიან, რომ ფასი შეიძლება უნციაზე 3 ათას დოლარამდე გაიზარდოს.

შეგახსენებთ, რომ 18 სექტემბერს აშშ-ს ფედერალურმა რეზერვმა ოთხი წლის განმავლობაში პირველად შეამცირა საბაზისო განაკვეთი 0,5 პროცენტული პუნქტით, 4,75-5%-მდე.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები