დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მეოთხე კვარტალში ინვესტიციები შემცირდა

მეოთხე კვარტალში ინვესტიციები შემცირდა

11-03-2024 11:35:00

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2023 წლის IV კვარტალში 206.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა

საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დინამიკას 2021-2023 წლებში, კვარტალურ ჭრილში:

2023 წლის IV კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნები შემდეგნაირად განაწილდა:

პირველ ადგილზეა გაერთიანებული სამეფო 203.7 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 98.6 პროცენტს შეადგენს, მეორე ადგილზე იმყოფება აზერბაიჯანი 35.6 მლნ. აშშ დოლარით (17.2 პროცენტი), ხოლო მესამეზე აშშ - 30.2 მლნ. აშშ დოლარით (14.6 პროცენტი). 2023 წლის IV კვარტალში ძირითადი პირდაპირი ინვესტორი ქვეყნები:

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განაწილება 2023 წლის IV კვარტალში, ეკონომიკის სექტორების მიხედვით, მოცემულია ცხრილში №3.

      

ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორში განხორციელდა და 288.2 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია. მეორე ადგილზე იმყოფება ტრანსპორტის სექტორი 22.9 მლნ. აშშ დოლარით (11.1 პროცენტი), ხოლო მესამეზე - უძრავი ქონების სექტორი 22.8 მლნ. აშშ დოლარით (11.1 პროცენტი).

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები