ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი, ლიეტუვური ლოგისტიკური კომპანია Girteka სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის „უცხოური პროექტების ხელშეწყობის მექანიზმის“ (FDI გრანტის) ბენეფიციარი გახდა.
ინფორმაციას „აწარმოე საქართველოში“ ავრცელებს.
„გირტეკა“ აღნიშნული პროგრამის რიგით მეორე ბენეფიციარია.
პროგრამის ფარგლებში, კომპანია მომდევნო სამი წლის განმავლობაში 400 ახალ სამუშაო ადგილს შექმნის და 1 000 000 ევროს ინვესტიცია განახორციელებს.
კომპანია ინვესტირებული თანხის 15%-ს გრანტის სახით დაიბრუნებს.
უახლესი