დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ქვეშეთი-კობის გზისა და გვირაბების მშენებლობა აქტიურ ფაზაშია - გიორგი წერეთელი

ქვეშეთი-კობის გზისა და გვირაბების მშენებლობა აქტიურ ფაზაშია - გიორგი წერეთელი

08-07-2024 14:00:00
023 წელი საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო საავტომობილო გზების დეპარტამენტისთვის. საბიუჯეტო თვალსაზრისით, პირველად ისტორიაში ჩვენ მოვახერხეთ და 2,22 მილიარდი ლარი შევასრულეთ. შევძელით და 27 კილომეტრიანი რიკოთის მონაკვეთი გავხსენით. ასევე მთელი საქართველოს მასშტაბით 36 კილომეტრის მაგისტრალური გზა გავხსენით, - ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი წერეთელმა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ს ავტორთან გიორგი აბაშიშვილთან განაცხადა. 
 
გიორგი წერეთლის განცხადებით, ასევე საგზაო დეპარტამენტისთვის ასევე მნიშვნელოვნად დაიწყო 2024 წელი. 
 
„პირველ რიგში შევძელით და ზესტაფონის შემოვლითი გზის 9 კილომეტრიანი მონაკვეთი გავხსენით, ასევე მნიშვნელოვანი ქვეშეთი-კობის 9 კილომეტრიანი გვირაბის გაჭრა მოვახერხეთ. მიმდინარეობს სამუშაოები და პარალელური გვირაბის გაჭრა, სადაც 200 მეტრამდეა დარჩენილი და ისიც მალე დასრულდება. საბიუჯეტო თვალსაზრისით კარგი ვითარებაა და 1,99 მილიარდიანი ბიუჯეტის 47% შესრულებულია 904 მილიონ ლარამდე. რომ შევადაროთ 6 თვის მონაცემებს, რაც იყო გეგმა 742 მილიონი ლარი, გადაჭარბებით 120%-ით შევასრულეთ“, - განაცხადა გიორგი წერეთელმა.  
 
ცნობისათვის, პროექტის პირველ მონაკვეთზე კი 9 კმ. სიგრძისა და 15 მ. დიამეტრის გვირაბის გაჭრა დასრულებულია. ახალი, 9 კმ-იანი გვირაბი საქართველოში – ყველაზე გრძელი, ხოლო მსოფლიო მასშტაბით, ერთ-ერთი უნიკალური იქნება. ქვეშეთი-კობის გზის პროექტის ფარგლებში დაგეგმილია გუდაურამდე მისასვლელი 5 კმ-იანი გზისა და ტურისტული ცენტრის მშენებლობაც.
 
შეგახსენებთ, რომ ქვეშეთი-კობის გზის პროექტის აზიის განვითარებისა (ADB) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკებთან (EBRD) გაფორმებული სასესხო ხელშეკრულების ფარგლებში ხორციელდება, რომლის საერთო ღირებულება 1.2 მილიარდ ლარს შეადგენს. პროექტის დასრულება ეტაპობრივად 2024-2025 წლებში იგეგმება.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები