დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
კვერცხის იმპორტი ისტორიულ მაქსიმუმზეა

კვერცხის იმპორტი ისტორიულ მაქსიმუმზეა

08-11-2023 12:30:34

2023 წლის იანვარ-სექტემბერში ქვეყანამ 48,241.35 ათასი ცალი კვერცხი იყიდა, რაშიც 5,347.18 ათასი დოლარი გადაიხადა. ეს მაჩვენებლები კი 195%-იან ზრდას აჩვენებს, რადგანაც 2022 წლის 9 თვეში ქვეყანაში 16,335.78 ათასი კვერცხის იმპორტი განხორციელდა

ბოლო წლების სტატისტიკა აჩვენებს, რომ კვერცხის იმპორტის რეკორდული წელი სწორედ 2023 წელი იქნება, რადგანაც მიმდინარე 9 თვის მონაცემები 2022 წლის წლიურ მაჩვენებლებს უკვე ბევრად აჭარბებს. 2022 წელს ზრდა 2021 წლის მაჩვენებლებთან შედარებით 113%- იყო.

2023 წლის იანვარ-სექტემბრის სტატისტიკით საქართველოში კვერცხის იმპორტი სულ 5 ქვეყნიდან განხორციელდა. ქვეყანაში იმპორტირებული კვერცხის 98.5%- კი თურქეთზე მოდის.

  • თურქეთი - 47,529.43 ათასი  ცალი კვერცხი,
  • ნიდერლანდები - 300.60 ათასი  ცალი კვერცხი,
  • ბელგია - 225.00 ათასი  ცალი კვერცხი,
  • რუსეთი - 184.32 ათასი  ცალი კვერცხი,
  • უნგრეთი - 2.00 ათასი  ცალი კვერცხი.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები