ავსტრიაში, ქალაქ ვენაში, Julius Meinl მაღაზიათა ქსელში KTW Group-ის პროდუქციის გაყიდვები დაიწყო.
ამასთან დაკავშირებით, 14 ივნისს, KTW ჯგუფისა და Julius Meinl-ის შოკოლადის ბრენდის, HEIDL-ს ერთობლივი პრეზენტაცია და დეგუსტაცია მოეწყო.
„ღონისძიება Julius Meinl Graben-ში გაიმართა. მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაეგემოვნებინათ KTW ჯგუფის წყნარი და ცქრიალა ღვინოები, ასევე „ძველი კახეთის“ ბრენდი და "შატო მანავის" ჭაჭა.
სტუმრებს KTW ჯგუფის ფილიალის წარმომადგენლებმა ნიკოლოზ ჩხაიძემ და ევა ტრჩკოვამ უმასპინძლეს“,-ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
Julius Meinl მრავალწლიანი ტრადიციის ბრენდია, რომელიც 1862 წლიდან უაღრესად წარმატებულ კულტურას ქმნის ბიზნესისთვის მთელ მსოფლიოში.
უახლესი