კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2023 წლის აპრილში, წინა თვესთან შედარებით 100.18 მლნ ლარით (0.22%-ით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.72%-ით გაიზარდა) და აპრილის ბოლოს 44.77 მლრდ ლარი შეადგინა. ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 139.19 მლნ ლარით (0.56%-ით) გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 239.38 მლნ ლარით (1.20%-ით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, გაიზარდა 0.92%-ით).
რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2023 წლის აპრილის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 7.35 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 0.42%-ით ნაკლები), ხოლო უცხოური ვალუტით 12.06 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 3.15%-ით ნაკლები) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 1.07%-ით ნაკლები).
2023 წლის აპრილის განმავლობაში 0.29%-ით, ანუ 70.99 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და აპრილის ბოლოსათვის 24.15 მლრდ ლარი შეადგინა.
2023 წლის აპრილის ბოლოსათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 55.89 პროცენტი შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, გაიზარდა 0.44 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, შემცირდა 0.09 პროცენტული პუნქტით).
უახლესი
14 საათის წინ
ოქტომბერში სესხების ლარიზაცია გაიზარდა14 საათის წინ
ბიტკოინის ღირებულება $100,000-ს უახლოვდება