დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 49.30%-ი შეადგინა - სებ

დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 49.30%-ი შეადგინა - სებ

26-11-2024 17:59:00

საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ   2024  წლის ოქტომბრის ბოლოსათვის 57.53  მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 121.77 მილიონი ლარით, ანუ 0.21%-ით ნაკლები წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშეც0.19%-ით  ნაკლები). ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 197.32 მილიონი ლარით, ანუ 0.77%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.68%-ით გაიზარდა), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 319.09 მილიონი ლარით, ანუ 1.00%-ით შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე შემცირდა 0.89%-ით).

დეპოზიტების  ლარიზაციის კოეფიციენტმა 2024 წლის ოქტომბრის ბოლოსათვის 49.30 პროცენტი შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია შემცირდა 1.91 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით შემცირდა 1.92 პროცენტული პუნქტით).

ოქტომბერში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 6.90% შეადგინა. მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 9.06% , ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 2.59%.

უცხოური ვალუტით  განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 78.32% , ხოლო ევროს წილმა 20.06% შეადგინა.
 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები