კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2024 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით 692.03 მილიონი ლარით (1.17%-ით) გაიზრდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 1.36%-ით გაიზარდა) და ოქტომბრის ბოლოს 60.06 მილიარდი ლარი შეადგინა. ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 768.59 მლნ ლარით (2.31%-ით) გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 76.56 მლნ ლარით (0.29%-ით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, გაიზარდა 0.14%-ით).
რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2024 წლის ოქტომბრის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 10.38 მილიარდი ლარის (წინა თვესთან შედარებით 3.53%- ით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 17.00 მილიარდი ლარის (წინა თვესთან შედარებით 0.06%-ით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.46 %-ით მეტი).
2024 წლის ოქტომბრის განმავლობაში 1.25%-ით, ანუ 380.13 მილიონი ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და ოქტომბრის ბოლოსათვის 30.85 მილიარდი ლარი შეადგინა.
2024 წლის ოქტომბრის ბოლოსათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 56.73% შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, გაიზარდა 0.633 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, გაიზარდა 0.53 პროცენტული პუნქტით).
უახლესი
2 საათის წინ
ოქტომბერში სესხების ლარიზაცია გაიზარდა2 საათის წინ
ბიტკოინის ღირებულება 100 000 დოლარს უახლოვდება