2023 წლის სექტემბერში ხორბლის ფასი თვიურად 7.7%-ით შემცირდა და სამი წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულზე დაეცა. ამის შესახებ Galt & Taggart-ის ნედლეულის ბაზრის მიმოხილვაშია ნათქვამი.
„ხორბლის ფასები თავდაპირველად პანდემიით გამოწვეულმა მიწოდების ჯაჭვის რღვევამ გაზარდა, შემდეგ კი რუსეთ-უკრაინის ომმა. სექტემბრის პირველ სამ კვირაში ერთი ტონის ღირებულება საშუალოდ 228 აშშ დოლარს შეადგენდა, თუმცა აშშ-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის მონაცემების თანახმად, ლოკალური ხორბლის წარმოებამ და მარაგებმა მოლოდინებს გადააჭარბა, რამაც ხორბლის ფასი გლობალურად შეამცირა - ჩიკაგოს ფიუჩერსები 6%-ზე მეტით, შავი ზღვის კი 5.5%-ით - 213 აშშ დოლარამდე“, - ნათქვამია მიმოხილვაში.
უახლესი