დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ზაზა ფაჩულია და თბილისის ქართულ-ამერიკული სკოლა საკალათბურთო აკადემიის მეორე ფილიალს ხსნიან

ზაზა ფაჩულია და თბილისის ქართულ-ამერიკული სკოლა საკალათბურთო აკადემიის მეორე ფილიალს ხსნიან

10-08-2023 16:36:08

NBA-ს ყოფილი ქართველი ვარსკვლავი და ბიზნესმენი ზაზა ფაჩულია საქართველოში საკალათბურთო აკადემიის მეორე ფილიალს ხსნის. ახალი ფილიალი თბილისის ქართულ-ამერიკულ სკოლასთან თანამშრომლობის ფარგლებში გაიხსნება.

ინფორმაციას ქართულ-ამერიკული სკოლის ადმინისტრაციამ და ზაზა ფაჩულიამ Facebook-ზე გამოაქვეყნეს.

თბილისის ქართულ-ამერიკული სკოლის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სკოლა ახალი კამპუსის მშენებლობას აგვისტოში დაასრულებს და ბავშვებს სექტემბრიდან მიიღებს. მისი საინვესტიციო ღირებულება კი 13 მლნ ლარია.

„შედგა მნიშვნელოვანი კოლაბორაცია თბილისის ქართულ-ამერიკულ სკოლასა და ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემია • Zaza Pachulia Basketball Academy-ს შორის. ახალი სეზონიდან აკადემიის პირველი ფილიალი სწორედ ჩვენ კამპუსში გაიხსნება.

თბილისის ქართულ-ამერიკული სკოლის კამპუსი, რომლის ჯამური ღირებულება 13 მილიონი ლარია და რომლის მშენებლობაც 2023 წლის აგვისტოში

დასრულდება პირველ მოსწავლეებს სექტემბრიდან მიიღებს.

სკოლის საერთაშორისო სტანდარტების ტექნოლოგიურად აღჭურვილი და სრულად ადაპტირებული კამპუსის დასათვალიერებლად უკვე აგვისტოს ბოლოდან გელოდებით“, - წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები