YouTube-ის აღმასრულებელმა დირექტორმა სიუზან ვოიჩიცკმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა.
„დღეს მე მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო YouTube-ის ხელმძღვანელის თანამდებობა და დავიწყო ახალი თავი [ჩემს ცხოვრებაში], რომელიც ფოკუსირებულია ოჯახზე, ჯანმრთელობასა და პირად პროექტებზე, რითაც ამ დროისთვის ვარ დაკავებული“, - ამის შესახებ მან თავის ბლოგზე დაწერა.
სიუზან ვოიჩიცკი კომპანიას ცხრა წლის განმავლობაში, 2014 წლიდან ხელმძღვანელობდა.
ის YouTube-ის ისტორიაში კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას ყველაზე ხანგრძლივად იკავებდა.
ვიდეო ჰოსტინგის ახალი ხელმძღვანელი ნილ მოჰენი იქნება, რომელიც კომპანიის პროდუქტების დირექტორის თანამდებობას 2015 წლიდან იკავებდა.
თავად ვოიჩიციკი დარჩება Alphabet-ის კონსულტანტად, რომელიც ფლობს YouTube-სა და Google-ს.
უახლესი
1 საათის წინ
როგორია მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის სტატისტიკა1 საათის წინ
ADB-ის ახალი პრეზიდენტი ჰყავს2 საათის წინ
კიბერრჩევები შავი პარასკევისთვის