დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ბაზისბანკი  განაგრძობს სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სტუდენტების მხარდაჭერას

ბაზისბანკი განაგრძობს სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სტუდენტების მხარდაჭერას

28-11-2024 12:08:00

ბაზისბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფონანსური ინსტიტუტი, უკვე ათ წელზე მეტია სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ერთგული მხარდამჭერია.

სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში წელსაც წარჩინებულ სტუდენტებს გადაეცათ სტიპენდიები. ბაზისბანკისთვის მნიშვნელოვანია მომავალ თაობას ხელი შეუწყოს სწორი განათლების მიღებაში, დაეხმაროს მათ სამომავლოდ კარიერულ წინსვლაში. შესაბამისად, ბანკი ცდილობს დაეხმაროს სტუდენტებს ახალი იდეების  გენერირებაში. მოტივაციის ამაღლების მიზნით სტიპენდიები გადაეცათ სტუდენტებს, რომლებიც გამოირჩევიან როგორც  მაღალი აკადემიური მოსწრებით, ასევე სწავლის პარალელურად  უნივერსიტეტის აქტივობებში ჩართულობით. წელსაც საბაუნის ბიზნესის ადმინისტირების საბაკალავრო პროგრამის წარჩინებული სტუდენტები დასაჩუქრდნენ.

ბაზისბანკი მრავალი წელია საშუალო და უმაღლესი  საგანმანათლებლო სასწავლებლების პარტნიორია. განათლების პროექტების მხარდაჭერის ფარგლებში მომავალშიც სტუდენტებს არაერთ შესაძლებლობას შესთავაზებს.  

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები