დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
როგორია მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის სტატისტიკა

როგორია მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის სტატისტიკა

28-11-2024 13:00:00

იმპორტის პარალელურად მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტიც მცირდება. საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის იანვარ-ოქტომბერში მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტმა 88,235.00 ერთეული მსუბუქი ავტომობილი შეადგინა, რომლის ჯამური ღირებულებაც 2,000,354.93 ათასი დოლარი იყო. 2023 წლის 10 თვეში კი მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტმა 89,102.00 ერთეული მსუბუქი ავტომობილი შეადგინა, კლება 1%-ია.

აღსანიშნავია, რომ მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტისთვის ნომერ პირველი ბაზარი ყაზახეთია, სადაც 10 თვეში 41,419.00 ერთეული მსუბუქი ავტომობილის რეექსპორტი განხორციელდა. 

TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველო მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტს ახდენს:

  • ყაზახეთი - 41,419.00 ცალი,
  • ყირგიზეთი - 27,200.00 ცალი,
  • აზერბაიჯანი - 11,185.00 ცალი,
  • სომხეთი - 4,673.00 ცალი,
  • ტაჯიკეთი - 1,235.00 ცალი.

აღსანიშნავია, რომ მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტმა ისტორიულ მაქსიმუმს 2023 წელს მიაღწია, როდესაც საქართველოდან რეექსპორტზე 107,898.00 ერთეული მსუბუქი ავტომობილი გავიდა. 
 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები