საპარლამენტო უმრავლესობამ დავაინიციირეთ საქართველოს პარლამენტის ახალი რეგლამენტი, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.
მისი თქმით, მოქმედ რეგლამენტში 65 ცვლილებაა შეტანილი, ამიტომ აუცილებელი გახდა ახალი სტრუქტურის შექმნა.
„ორი წელია საქართველოს პარლამენტში საპროცედურო საკითხთა კომიტეტთან და პარლამენტის აპარატის შესაბამის დეპარტამენტებთან ერთად, ვამუშავებთ ახალ რეგლამენტს. მოქმედი რეგლამენტი მიღებულია 2018 წელს, მოხდა შესწავლა იმის თუ რა ხარვეზები არის, რა გვაჩვენა პრაქტიკამ. მოქმედ რეგლამენტში არის 65 სხვადასხვა ცვლილება შეტანილი. აქედან გამომდინარე საჭირო იყო თავად რეგლამენტის, როგორც ახალი სტრუქტურის შექმნა იმისთვის, რომ დუბლირებები იყოს გამორიცხული. ასევე, ადვილად გამოსაყენებელი, რომ იყოს, მათ შორის არაიურისტი პარლამენტის წევრებისთვის და საზოგადოებისთვის. ახალი რეგლამენტის მიხედვით აღმოიფხვრება ყველა ორაზროვნებები, რაც არის პროცედურებში და ა.შ. აღსანიშნავია, რომ თავად ტექსტი 90%-ზე მეტი იგივე რჩება, რაც მოქმედ რეგლამენტში არის, ვინაიდან არის პროცედურები, რომლებიც გაწერილი არის და ეს ასევე, უზრუნველყოფს, რომ ახალი რეგლამენტი გამოსაყენებლად ადვილი იყოს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, პროექტი ორშაბათიდან ბიუროზე გავა, რის შემდეგაც დაიწყება საპარლამენტო განხილვები.
უახლესი
19 საათის წინ
„ქართული კალათა“ საწარმოს გახსნას გეგმავს