Wizz Air-ი, ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის ეკოლოგიურად ყველაზე მდგრადი ავიაკომპანია, გთავაზობთ განსაკუთრებულ შეთავაზებას: შეიძინეთ ერთი ავიაბილეთი და მიიღეთ მეორე ნახევარ ფასად. სპეციალური შეთავაზება ვრცელდება მხოლოდ დღეს, 5 თებერვალს განხორციელებულ ჯავშნებზე, ხოლო აქცია მოიცავს პერიოდს 12 თებერვლიდან 10 აპრილამდე.
ეს იდეალური შესაძლებლობაა, რომ დაგეგმოთ რომანტიკული დასვენება ან დაუვიწყარი თავგადასავალი თქვენთვის ძვირფას ადამიანთან ერთად. სულ რამდენიმე საათში შეგიძლიათ აღმოჩნდეთ ლარნაკაში, კვიპროსში, სადაც ოქროსფერ ქვიშის სანაპიროებს ერწყმის უძველესი ისტორია. გაისეირნეთ ფინიკუდესის პალმის ხეივანში, დაათვალიერეთ ულამაზესი ძველი ქალაქი ოსმალური და ვენეციური გავლენებით და ეწვიეთ წმინდა ლაზარეს სახელობის ტაძარს. მათთვის, ვისაც ზღვა უყვარს, ხმელთაშუა ზღვის კრისტალურად სუფთა წყალი შესანიშნავია დაივინგისთვის, სნორკელინგისთვის ან უბრალოდ სანაპიროზე უგემრიელესი ადგილობრივი ღვინის დაგემოვნებისთვის.
თუ ზღაპრული არქიტექტურა და რომანტიკული ატმოსფერო გიზიდავთ, ჩეხეთის დედაქალაქი პრაღა ერთ-ერთი საუკეთესო მიმართულებაა. ქალაქის ვიწრო, მოკირწყლული ქუჩები მიგიყვანთ განსაცვიფრებელ ღირსშესანიშნაობებთან, როგორებიცაა ცნობილი ასტრონომიული საათი ძველ ქალაქის მოედანზე, პრაღას გრანდიოზული ციხესიმაგრე და მომაჯადოებელი ჩარლზის ხიდი, საიდანაც შეგიძლიათ დატკბეთ მზის ჩასვლის ულამაზესი ხედებით ვლტავას მდინარეზე. კომფორტული კაფეები, ტრადიციული ჩეხური ლუდის ბარები და მდინარის რომანტიკული კრუიზები პრაღას განსაკუთრებულ ადგილად აქცევს ნებისმიერი დამსვენებლისთვის.
ისტორიის მოყვარულებისა და გურმანებისთვის, ათენი, საბერძნეთი შეუდარებელი გამოცდილებაა. დაათვალიერეთ ლეგენდარული აკროპოლისი, დატკბით პართენონის გრანდიოზულობით და შეიგრძენით ქალაქის მდიდარი კულტურა. გაისეირნეთ ფერად პლაკას უბანში, სადაც ტრადიციული ბერძნული ტავერნები გთავაზობენ უგემრიელეს სულაკსსა და მუსაკას. მეტი რომანტიკისთვის, არ გამოტოვოთ მზის ჩასვლა ლიკაბეტოსის გორაზე ან გაემგზავრეთ ათენის რივიერაზე, სადაც ლურჯი ზღვა და ქვიშიანი პლაჟები იდეალურ დასვენებას სთავაზობს ყველა მოგზაურს.
ამ სამ პოპულარულ მიმართულებასთან ერთად, შეთავაზება ვრცელდება ევროპისა და სხვა რეგიონების მრავალფეროვან მიმართულებებზე, რაც გაძლევთ უნიკალურ შესაძლებლობას, აღმოაჩინოთ ახალი კულტურები, პეიზაჟები და დაუვიწყარი გამოცდილებები.
ბილეთების შეძენა ამ აქციით შესაძლებელია დღესვე, Wizz Air-ის ვებგვერდსა და მობილურ აპლიკაციაში. არ გამოტოვოთ ეს შესაძლებლობა და იმოგზაურეთ ახალი ქვეყნებსა და ქალაქებში Wizz Air-ის შეუდარებელი ფასებით!
Wizz Air-ის შესახებ:
Wizz Air-ი ოპერირებს 227 Airbus A320 და A321 თვითმფრინავისგან შემდგარი ავიაფლოტით. ავიაციის ერთგული პროფესიონალების გუნდი გთავაზობთ უმაღლეს მომსახურებასა და ძალიან დაბალ ტარიფებს, რის გამოც Wizz Air-ი გახდა საუკეთესო არჩევანი 62,8 მილიონი მგზავრისთვის 2024 წელს. Wizz Air-ი განთავსებულია ლონდონის საფონდო ბირჟაზე WIZZ-ის სახელით. კომპანია სულ ცოტა ხნის წინ დასახელდა მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიების ხუთეულში airlineratings.com-ის, მსოფლიოში ერთადერთი უსაფრთხოებისა და პროდუქტების სარეიტინგო სააგენტოს მიერ. 2019 და 2023 წლებში Wizz Air-ი დასახელდა „წლის ავიაკომპანიად” ATA-ს მიერ. World Finance Sustainability Awards-ის ფარგლებში Wizz Air-ი აღიარეს, როგორც ყველაზე მდგრადი ავიაკომპანია 2021-2024 წლებში, ხოლო CAPA-Centre for Aviation Awards for Excellence-მა ავიაკომპანია დაასახელა, როგორც 2024 წლის „გარემოსდაცვითი მდგრადობის ავიახაზების ჯგუფი ევროპის, შუა აზიისა და აფრიკის რეგიონებში”.
უახლესი