დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
პარლამენტმა სამი პოლიტიკური გაერთიანების წევრ 49 დეპუტატს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყვიტა

პარლამენტმა სამი პოლიტიკური გაერთიანების წევრ 49 დეპუტატს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყვიტა

05-02-2025 14:32:00

საკანონმდებლო ორგანომ  სამი პოლიტიკური გაერთიანების წევრ 49 დეპუტატს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყვიტა.

პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდათ: 

„კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია, მელია, გირჩი, დროას" წევრებს:  ნანა მალაშხიას, ნიკანორ მელიას, ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძეს, გიორგი ლემონჯავას,  თენგიზ თევზაძეს, ცოტნე კობერიძეს, გიორგი კირთაძეს, ივანე ჭყონიას, ხათუნა სამნიძეს, ოქტაი ქაზუმოვს, მაია კოპალეიშვილს, ბორისი ყურუას, ანა გოგოლაძეს,  გიორგი ბუტიკაშვილს,  გიორგი იმედაშვილს,  ელენე ხოშტარიას, სოფია გოლეთიანს, მარიკა არევაძეს, ანი ქავთარაძეს;

 

„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" წევრებს:  თინათინ ბოკუჩავას,  გიორგი ვაშაძეს, სოფიო ჯაფარიძეს, კობა ნაყოფიას, გაიოზ ჯაფარიძეს, პეტრე ცისკარიშვილს, გიორგი წერეთელს, ირაკლი ხვადაგიანს, თამარ კორძაიას, ირაკლი ფავლენიშვილს, კახაბერ ოქრიაშვილს, რამაზ ნიკოლაიშვილს, ეკატერინე ხერხეულიძეს, ლევან ხაბეიშვილს, ლაშა ბაქრაძეს, ანა წითლიძეს.

 

„ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!" წევრებს: მამუკა ხაზარაძეს, ანა დოლიძეს, ბადრი ჯაფარიძეს, ანა ნაცვლიშვილს, ლევან ცუცქირიძეს, ირაკლი კუპრაძეს, ქეთევან თურაზაშვილს, საბა ბუაძეს, სალომე სამადაშვილს, დათუნა რაქვიაშვილს, თამარ ლალიაშვილს, გრიგოლ გეგელიას, ლევან სამუშიას, ფიქრია ჩიხრაძეს.

 

როგორც საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა აღნიშნა,  სამი პოლიტიკური გაერთიანების წევრებმა პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე  პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს განცხადებით მიმართეს.

 

„კომიტეტმა იმსჯელა და მხარი დაუჭირა მათ წერილობით განცხადებას უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე", -  განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ავტორი:

ნინო ჭანტურია
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები