დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა სიახლეებს სთავაზობს ჯანსაღი სასმელების მწარმოებელი კომპანია „ჰენკა“ მომხმარებელს

რა სიახლეებს სთავაზობს ჯანსაღი სასმელების მწარმოებელი კომპანია „ჰენკა“ მომხმარებელს

05-02-2025 16:00:00

ჯანსაღი სასმელების მწარმოებელი კომპანია  „ჰენკამომხმარებელს ახალ პროდუქტს სთავაზობს. როგორც Business Insider Georgia-თან კომპანიის დირექტორმა გიორგი ჯირკვალიძემ განაცხადაახალი პროდუქტს წარმოადგენს წყალი D ვიტამინით, რაც ქართული ბაზრისთვის სიახლეა.

ჩვენი მთავარი სიახლე არის პროდუქტი, რომელიც არის წყალი D ვიტამინით. აღნიშნული სიახლეა არამარტო ქართულ ბაზარზე, არამედ მსოფლიოშიც სულ რამდენიმე კომპანიაა, ვინც აწარმოებს მსგავს პროდუქტს. პირველი, რაც ბაზარზე შემოსვლის შემდეგ გავაკეთეთ იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად გაგვეზარდა სანდოობის ხარისხი, პროდუქტი გავაგზავნეთ საერთაშორისოდ აკრედიტებულ “SGS”-ის ერთ-ერთ ლაბორატორიაში პარიზში. ეს არის ძალიან მაღალი დონის და სანდოობის მქონე ლაბორატორია მთელს მსოფლიოში. სწორედ აქ მოხდა ჩვენს პროდუქციაში D ვიტამინის განსაზღვრა, საიდანაც მივიღეთ დასტური და შესაბამისი ოქმი, რომ ჩვენი წყალი ნამდვილად შეიცვას D ვიტამინის იმ რაოდენობასრაც პროფილაქტიკის მიზნით იდეალურია ადამიანის ჯანმრთელობისთვის “, - აცხადებს კომპანიის დირექტორი გიორგი ჯირკვალიძე.

მისივე განმარტებით, ჯანსაღ პროდუქტებზე მოთხოვნა ბაზარზე საკმაოდ მზარდია.

გამომდინარე იქედან, რომ ჩვენი კომპანია ჯანსაღი სასმელების კომპანიის სახელით ოპერირებს შესაბამისად, ჯანსაღ სასმელებს წარმოვადგენთ. ბაზარზე საკმაოდ მზარდია ჯანსაღ პროდუქტებზე მოთხოვნა. მოთხოვნადი ჩვენი ორივე პროდუქტია ამ ეტაპზე რაც გვაქვს. კერძოდ, ეს არის ფერმენტირებული ჩაი, ანუ კომბუჩა და წყალი D ვიტამინით, რომელიც მათ შორის ფუნქციური დანიშნულების არის. მოთხოვნა ბუნებრივია წყალზე უფრო მეტია ვინაიდან, წყალი უფრო დიდი რაოდენობით სჭირდება ადამიანს და მოხმარებაც შესაბამისად მეტია, თუმცა კომბუჩაზეც საკმაოდ მაღალია“, - ამბობს კომპანიის დირექტორი.

 

 

ავტორი:

ანა ლიპარტელიანი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები