ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები იმართება, ყაზახეთი საქართველოს მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია, განსაკუთრებით აგრო-სასურსათო პროდუქტის მიმართულებით, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ყაზახეთის რესპუბლიკაში ვიზიტზე საუბრისას განაცხადა.
მინისტრის თქმით, ყაზახეთს გააჩნია უდიდესი პოტენციალი, რომ იყოს საქართველოსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საექსპორტო ქვეყანა, განსაკუთრებით აგრო-სურსათის მიმართულებით.
„ყაზახეთს გააჩნია უდიდესი პოტენციალი, რომ იყოს საქართველოსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საექსპორტო ქვეყანა, განსაკუთრებით აგრო-სურსათის მიმართულებით, იმიტომ რომ არის აგრარული ქვეყანა. გარდა ამისა, ზუსტად ასეთი ტიპის ურთიერთობები აძლიერებს უფრო მეტად იმ შესაძლებლობებს, რომელიც ამ ორი ქვეყნის თანამშრომლობას გააჩნია. ეს შესაძლებლობები აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ და ამას
უახლესი