დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ვცდილობ, რომ უფრო მეტად ექსპორტზე ვიფიქრო და ვიმუშაო -  „ჰოდას“ დამფუძნებელი

ვცდილობ, რომ უფრო მეტად ექსპორტზე ვიფიქრო და ვიმუშაო - „ჰოდას“ დამფუძნებელი

30-01-2025 17:00:00

კერამიკის სახელოსნო „ჰოდა“ სხვადასხვა სახეობის კერამიკულ პროდუქციას აწარმოებს.  გარდა ამისა, სახელოსნოში აქტიურად მიმდინარეობს ვოქშოფები და შემსწავლელი კურსები. როგორც „ჰოდას“ დამფუძნებელი ქრისტინე ძაგნიძე აცხადებს, სახელოსნო დაახლოებით ოთხი წლის წინ გაიხსნა და კერამიკული პროდუქციის წარმოებასთან ერთად, იმ ბავშვების მიღებაც დაიწყო, ვისაც კერამიკა და ზოგადად ეს სფერო აინტერესებდა. 

„ჩვენთან ძირითადად  იწარმოება კერამიკა, რაც არის როგორც სამომხმარებლო, ასევე დეკორატიული სახით. ასევე გვაქვს ვორქშოფები, მოყვარულის დონეზე. ბავშვებისთვის შემსწავლელი კურსები. თუმცა ძირითადად, მაინც ტურისტულ სეგმენტზე ვმუშაობთ, იმიტომ რომ სახელოსნო მაინც ტურისტულ ქუჩაზეა. რაც შეეხება მასალას, უფრო თეთრ თიხას ვიყენებთ, რადგან მოხატვის კუთხით უფრო მარტივად მოსახატია და ფერები უფრო კარგად აღიქმება. თუმცა წითელი თიხითაც საკმაოდ საინტერესო გამოდის ნამუშევრები. ძირითადად, მოხატული ნაკეთობები გვაქვს. აქცენტი უფრო მეტად კურსების სახით ბავშვებზე გადავიტანეთ. რადგან მშობლები უფრო დაინტერესებულები არიან ბავშვები ჩართონ აქტიურად “, - აცხადებს „ჰოდას“ დამფუძნებელი ქრისტინე ძაგნიძე.

კომპანიისთვის მნიშვნელოვანია საკუთარი ნაკეთობების პოპულარიზება და ექსპორტზე გასვლა. 

„ბოლო პერიოდში ტურისტებს მხრიდან ცოტა შემცირდა მოთხოვნა. ვცდილობ, სხვა პლატფორმით გავუწიო პოპულარიზება პროდუქციას, კერძოდ,  ხელნაკეთობების პლატფორმა Etsy-ზე ვცდილობ პერიოდულად ნაკეთობები დავდო და ესე ექსპორტის სახით გავყიდო საზღვარგარეთაც. თუმცა დიდი მასშტაბით არ ვდებ, თუმცა შეიძლება ამ მიმართულებით მეტი მუშაობა. მშვენივრად მუშაობს თუ სწორად მართავ “, - ამბობს „ჰოდას“ დამფუძნებელი ქრისტინე ძაგნიძე.

2024 წელი „ჰოდასთვის“ მზარდი აღმოჩნდა.
„საბოლოო ჯამში, ჩემთვის მზარდი იყო. იმიტომ რომ აქამდე სახლიდან ვმუშაობდი და იმის გაცნობა, მომხმარებელს რა აინტერესებს, ტურისტს რა აინტერესებს ჩემთვის საინტერესო იყო. ახლა ვცდილობ, რომ უფრო მეტად ექსპორტზე ვიფიქრო და ვიმუშაო. რადგან ექსპორტზე ვფიქრობ, უფრო სამომხმარებლო ნაკეთობები, როგორიც არის  ჭურჭელი ბევრად მაღალი ხარისხის თიხით დავამზადო, რათა იყოს უფრო გამძლე “, - განმარტავს „ჰოდას“ დამფუძნებელი ქრისტინე ძაგნიძე.

ავტორი:

გვანცა მახარაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

8 საათის წინ

ლარი გამყარდა

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები