დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ნათია თურნავა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წარმომადგენლებს შეხვდა

ნათია თურნავა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წარმომადგენლებს შეხვდა

30-01-2025 18:40:00

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე სებ-ის მენეჯმენტმა სსფ-ის მისიის წევრებს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია ძირითად მაკროეკონომიკურ ტენდენციებზე. ნათია თურნავამ ხაზი გაუსვა, რომ სებ-ის თანმიმდევრული მონეტარული პოლიტიკის შედეგად საქართველოში ინფლაცია თითქმის ორი წლის განმავლობაში მიზნობრივ მაჩვენებელთან შედარებით დაბალ დონეზე ნარჩუნდება. ნათია თურნავამ სსფ-ს წევრებს სებ-ის მაკროეკონომიკური პროგნოზები გააცნო და ასევე ფინანსური სტაბილურობის შესახებ ისაუბრა. მხარეებმა იმსჯელეს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.

შეხვედრის ფარგლებში აღინიშნა, რომ საქართველოს საფინანსო სექტორი ზედმიწევნით იცავს საერთაშორისო სანქციებს. ამ დრომდე სანქციების არიდების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულია.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელთან ალეხანდრო ჰაჟდენბერგთან შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ტექნიკური დახმარების მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის საკითხები.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტები ეკატერინე მიქაბაძე და ეკატერინე გალდავა, სსფ-ის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ენდრიუ ჯუველი, სებ-ის მიმართულებების ხელმძღვანელები.

ავტორი:

ნინო ჭანტურია
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

8 საათის წინ

ლარი გამყარდა

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები