Shine Energy-ს დამფუძნებელი ნინა გადელია ნეტო აღრიცხვის მექანიზმის დადებითად აფასებს. აღნიშნულის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. აღნიშნულს, Business Insider Georgia უცვლელად გთავაზობთ:
,,მოგესალმებით, მეგობრებო! ზოგადად, პოსტების წერით დიდად არ გამოვირჩევი, თუმცა, ამჯერად მინდა ყურადღება გავამახვილო ერთ მნიშვნელოვან საკითხზე.
როგორც მოგეხსენებათ, ენერგეტიკის სფეროში გარკვეული ცვლილებები შევიდა ნეტო აღრიცხვის სქემასთან დაკავშირებით. შევეხები კონკრეტულად მზის ენერგიას, რადგან სწორედ ამ მიმართულებით ვმუშაობ.
ნეტო აღრიცხვა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მექანიზმია, რომელმაც გააძლიერა სექტორი და ხელი შეუწყო ათასობით მზის სადგურის აშენებას. ამ მექანიზმის წყალობით, მრავალი კომპანია და ოჯახი გახდა ენერგოდამოუკიდებელი, ხომ ასეა? ცხადია, ამ მიღწევებზე გაჩერებას არ ვაპირებთ - მეტი სამუშაო გველის წინ!ადამიანებთა გარკვეული ჯგუფებისგან კი, ვრცელდება მცდარი მოსაზრებები, რომელთა დაზუსტებაც აუცილებელია “მზის სადგურები ვეღარ აშენდება” – მცდარი ინფორმაციაა! * მზის სადგურები აშენდება იქამდე, სანამ მზე ანათებს “მარეგულირებელი კომისია (სემეკი) ხელს უშლის დარგის განვითარებას” – მცდარია! სემეკი ბიზნესის წარმომადგენლებს გვისმენს, ჩვენს მოსაზრებებს ითვალისწინებს და მხოლოდ ამის შემდეგ იღებს გადაწყვეტილებებს.
“მზის სადგურები ძალიან ძვირია და ქართველ ოჯახს მათი შეძენა არ შეუძლია” – მცდარია! (ერთ-ერთ მაგალითს კომენტარში დავდებ, ჩემი კომენტარი არ მოეწონათ და წამიშალეს)
“ბანკებს არ აქვთ შეღავათიანი პირობები” – მცდარია! ყველა ბანკს აქვს მზის სადგურებისთვის განკუთვნილი დაფინანსების პაკეტები, მათ შორის შეღავათიანი პირობები (მაგალითად, 2.64%-იანი სესხი, რომლის ყოველთვიური გადასახადი შეიძლება დაემთხვეს ელექტროენერგიის არსებულ ხარჯს).
რეალობა ისაა, რომ სექტორი ვითარდება, ახალი შესაძლებლობები ჩნდება და ეს პროცესი არ უნდა შევაფერხოთ მცდარი ინფორმაციებით.
ამიტომ, მივმართავ ყველას - დავეყრდნოთ ფაქტებს და ერთად გავაძლიეროთ საქართველოს ენერგეტიკული მომავალი!", - აღნიშნავს Shine Energy-ს დამფუძნებელი ნინა გადელია.
უახლესი
8 საათის წინ
ევროზონაში უმუშევრობა 6,3%-მდე გაიზარდა9 საათის წინ
ლარი გამყარდა