ევროზონაში უმუშევრობა გაიზარდა. 2024 წლის დეკემბერში, ევროზონაში უმუშევრობამ 6,3%-ს შეადგენდა, ერთი თვით ადრე კი 6,2%-ი.
აღნიშნულ მაჩვენებლებს Eurostat-ი ავრცელებს.
Trading Economics-ის მაჩვენებლებით კი ანალიტიკოსები დეკემბრისთვის 6.3%-ს პროგნოზირებდნენ
აღსანიშნავია, რომ 2023 წლის დეკემბერში ევროზონაში უმუშევრობის მაჩვენებელი 6.5%-ს შეადგენდა.
ირკვევა, რომ რეგიონში უმუშევართა რაოდენობა დეკემბერში წინა თვესთან შედარებით 96 ათასით გაიზარდა.
ასევე საგულისხმოა, რომ უმუშევარი ახალგაზრდების წილი (25 წლამდე მოსახლეობა) 14,9%-დან 14,8%-მდე შემცირდა.
უმუშევრობის ყველაზე დაბალი დონე ევროზონის უმსხვილეს ქვეყნებს შორის დაფიქსირდა გერმანიაში (3,4%, იგივე, რაც ერთი თვის წინათ), ხოლო ყველაზე მაღალი ესპანეთში (10,6%. ნოემბრის მაჩვენებელი კი 10,7%-ის დონეზე იყო). საფრანგეთში უმუშევრობა დეკემბერში 0,1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 7,8%-ს მიაღწია, იტალიაში კი 0,3 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 6,2%-ი შეადგინა.
მთლიანობაში ევროკავშირში, დეკემბერში უმუშევრობა 5,9%-ს შეადგენდა, 2023 წლის დეკემბერში ეს მაჩვენებელი 6%-ი იყო.
უახლესი
8 საათის წინ
ევროზონაში უმუშევრობა 6,3%-მდე გაიზარდა10 საათის წინ
ლარი გამყარდა