„ვისოლ ჯგუფი“ რაჭაში სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს 50 000 ლარით დაეხმარება, „წითელი ჯვრის“ მოხალისეებს კი სამაშველო სამუშაოებისთვის საწვავით მოამარაგებს.
„უპირველეს ყოვლისა სამძიმარს ვუცხადებთ გარდაცვლილთა ოჯახებს. უწყვეტად ვადევნებთ თვალს რაჭაში გუშინ მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად განვითარებულ მოვლენებს და გვსურს მონაწილეობა მივიღოთ დაზარალებულთა დახმარებისა და სამაშველო სამუშაოების ხელშეწყობის საქმეში.“, აცხადებენ „ვისოლ ჯგუფში“.
მეწყერი შოვში 3 აგვისტოს ჩამოწვა და მეორე დღეა, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს სამაშველო ღონისძიებები.
უახლესი