დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„ვისოლ ჯგუფი“ ფასიანი ქაღალდების გამოშვებაზე მუშაობს

„ვისოლ ჯგუფი“ ფასიანი ქაღალდების გამოშვებაზე მუშაობს

10-07-2023 15:54:51

„ვისოლ ჯგუფი“ კაპიტალის ბაზარზე შესვლას გეგმავს. როგორც „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს.

„საუბარია ჩვენს ჯგუფში შემავალ კომპანიებზე, რა საკვირველია ამაზე ვმუშაობთ“, - განაცხადა ჟურნალისტებთან „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს BDO Georgia-მ გამოაქვეყნა ინფორმაცია, სადაც აღნიშნულია, რომ „კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა“, რომელსაც BDO 18 თვის განმავლობაში Galt & Taggart - გალტ & თაგარტითან, EBRD - Advice for Small Businesses - კონსულტაციები მცირე ბიზნესისათვის ერთად და European Union in Georgia-ის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებდა, წარმატებით დასრულდა.

Capital Market Support პროგრამის შედეგად ბაზარზე 11 ახალი მოთამაშე გამოჩნდა. მათ შორის 3 მწვანე, 1 სოციალური ბონდი, 1 კი - მდგრადობასთან დაკავშირებული ობლიგაცია განთავსდა.

პროგრამის დასრულების შემდეგ 7 გამარჯვებული კომპანია გამოვლინდა:

  • საქართველოს განახლებადი ენერგიის კომპანია
  • Crystal • კრისტალი
  • Tegeta • თეგეტა
  • TBC Leasing - თიბისი ლიზინგი
  • MBC • ემბისი
  • Rico Credit/რიკო კრედიტი
  • ენერჯი დეველოპმენთ ჯორჯია

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები