Business Insider Georgia-თვის საქსტატის მიერ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად - დამუშავებული ან ნახევრად დამუშავებული ან ფხვნილის სახით საქართველოდან ოქრო ექსპორტზე 2022 წელს 5-მა კომპანიამ გაიტანა.
კომპანიების სია არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით:
რაც შეეხება ექსპორტზე გატანილ მოცულობას, 2022 წელს საქართველოდან უცხოეთის ბაზრებზე $81,476.7 ათასის ღირებულების ოქრო (დამუშავებული ან ნახევრად დამუშავებული ან ფხვნილის სახით) გავიდა. 2021 წელს კი $64,220.3 ათასის ღირებულების ოქრო ექსპორტირდა.
საქართველოდან ოქრო (დამუშავებული ან ნახევრად დამუშავებული ან ფხვნილის სახით) 2021-22 წლებში ოთხ ქვეყანაში გავიდა.
ამასთან, 2022 წელს საქართველოდან უცხოეთის ოთხ ბაზარზე, დამუშავებული ან ნახევრად დამუშავებული ან ფხვნილის სახით $17 მილიონ 256.2 -ის ღირებულებით მეტი ოქრო გავიდა.
ექსპორტში შვეიცარია პირველია. 2021 წელთან შედარებით საქართველოდან ოქროს ექსპორტი გაზრდილია გერმანიაში, თურქეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში.
უახლესი
15 საათის წინ
სად ყიდის საქართველო ოქროს20 საათის წინ
როგორია საქართველო ყაზახეთის სავაჭრო ურთიერთობები1 დღის წინ
როგორია Nano Filter-ის 2025 წლის გეგმები