დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ჩვენი ბიზნესმოდელი უნიკალურია საქართველოს ბაზარზე და სამომავლოდ წარმატება გარდაუვალია - „პონტუს დეველოპმენტი“

ჩვენი ბიზნესმოდელი უნიკალურია საქართველოს ბაზარზე და სამომავლოდ წარმატება გარდაუვალია - „პონტუს დეველოპმენტი“

02-01-2025 10:00:00

„ჩვენ თავიდანვე ვაცნობიერებდით ჩვენი პროდუქტისა და ბიზნესმოდელის უნიკალურობას ქართულ ბაზარზე. ბათუმში ძირითადად აპარტამენტები და აპარტ-სასტუმროები დომინირებს, რომელთა დატვირთულობის კოეფიციენტი და საშუალო ფასები 5-ვარსკვლავიანი საერთაშორისო ბრენდის სასტუმროს მონაცემებთან შედარებით დაბალია. ამ და სხვა მრავალი ფაქტორის გათვალისწინებით, ჩვენ საბაზრო სტანდარტებით თუ შევაფასებთ მიღწეულ შედეგებს, დარწმუნებულები ვართ, რომ სამომავლო წარმატება გარდაუვალია“, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს კომპანია „პონტუს დეველოპმენტში“ განუცხადეს.

კომპანია „პონტუს დეველოპმენტი“საერთაშორისო ბრენდ როტანას პირველი წარმომადგენელია საქართველოში, რომელიც აშენებს 5 ვარსკვლავიან სასტუმროს სახელწოდებით - Pontus Rotana Resort & Spa - Gonio.

„ინოვაციური პროექტი მნიშვნელოვან მოვლენად იქცა რეგიონისთვის და წარმოადგენს უნიკალურ შესაძლებლობას ინვესტორებისთვის, მომგებიანი და საიმედო პასიური შემოსავლის სახით“,- აცხადებენ კომპანიაში. .

გარდა Pontus Development-ის საქმიანობისა, ჰოლდინგი აერთიანებს სამშენებლო კომპანია Geverse Construction-ს, რომელიც უზრუნველყოფს მშენებლობის პროცესს მაღალი სტანდარტების დაცვით. GEVERSE CONSTRUCTION-ის წარმატებულ პროექტებს აგრეთვე მიეკუთვნება:

  • Geverse Batumi Complex - Block A, რაც წარმოადგენს საცხოვრებელი კორპუსს ქალაქის ცენტრში, რომელიც უკვე ამოქმედდა. ადგილობრივ მოსახლეობასა და ინვესტორებში კი დიდი მოთხოვნით სარგებლობს.
  • Geverse Batumi Complex - Block B, მეორე საცხოვრებელი კორპუსი, რომელიც ასევე მდებარეობს ბათუმის ცენტრში, ახლახან დასრულებულია მისი მშენებლობა და საცხოვრებლადაც მზად არის.

„პროექტები ხაზს უსვამს კომპანიის სტაბილურ პოზიციონირებას სამშენებლო სექტორში და ეკონომიკური ბაზარზე მდგრადი განვითარების შესაძლებლობებს ახლა კი უკვე სასტუმრო ბიზნესის სფეროში. 

ბრენდ Rotana-სთან უნიკალური პარტნიორობა საშუალებას აძლევს Pontus Development-ს კიდევ უფრო განავითაროს ტურიზმის სექტორი საქართველოში და ინვესტორებს შესთავაზოს ინოვაციური შესაძლებლობები სასტუმრო ინდუსტრიაში ინვესტირებისათვის კავკასიის რეგიონში“, - აცხადებენ კომპანიაში.

Pontus Capital არის კომპანიების გაერთიანება, რომელიც ფუნქციონირებს დეველოპერული, სასტუმრო და ღვინის მრეწველობის, სარეკლამო და ბიოტექნოლოგიის სფეროებში. დივერსიფიცირებული პორტფელისა და უნიკალური ბიზნეს მოდელის წყალობით, კომპანია უზრუნველყოფს მდგრად ზრდას და სტრატეგიული მიზნების განხორციელებას ქართულ ბაზარზე, სადაც მთლიანობაში, 100-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული.

  • პონტუსი - როტანას ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში. ახორციელებს პირველ 5-ვარსკვლავიან სასტუმროს პროექტს სახელწოდებით Pontus Rotana Resort & Spa Gonio-ს (2022 წლიდან) და 2025 წელს გეგმავს ახალი საკუთრების მშენებლობას Rotana-ს მენეჯმენტის გათვალისწინებით
  • ჯევერსი - სამშენებლო კომპანია, რომელიც ფუნქციონირებს 2014 წლიდან. მისი პროექტებია - ბიზნეს კლასის საცხოვრებელი კორპუსები ბათუმის ცენტრში.
  • პიქსელ აუთდორი - სარეკლამო კომპანია, რომელიც ოპერირებს ბაზარზე 2011 წლიდან, სპეციალიზირებულია გარე სარეკლამო სფეროში ბათუმსა და თბილისში.
  • ჰეკა ბიოტექი - ბიოტექნოლოგიური კომპანია 2022 წლიდან, რომელიც დაკავებულია მოლეკულური კვლევებით ფარმაცევტულ სფეროში.
  • არფა ჯგუფი - ღვინის წარმოება და სასტუმროს ინდუსტრია 2022 წლიდან

პონტუს კაპიტალს აქვს 3 ოფისი საქართველოში: გონიოს ოფისი - ქ. ბათუმი, წმ. ანდრია პირველწოდებულის 3 ჩიხი N3; ბათუმის ოფისი - ქ. ბათუმი, 26 მაისის ქუჩა N50; თბილისის ოფისი - ქ. თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი #29, მე-4 სართული

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები