დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
კარგი სეზონი გვაქვს და რასაც ბაკურიანში ვუყურებ, ძალიან ბევრი ტურისტია - Crystal Hotel & SPA-ს მენეჯერი

კარგი სეზონი გვაქვს და რასაც ბაკურიანში ვუყურებ, ძალიან ბევრი ტურისტია - Crystal Hotel & SPA-ს მენეჯერი

04-01-2025 17:35:00

ბაკურიანში მდებარე Crystal Hotel & SPA-ში აცხადებენ, რომ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს მათზე არანაირი გავლენა არ მოუხდენია და სტუმრების რაოდენობის მხრივ საკმაოდ მაღალი დატვირთულობაც აქვთ. როგორც Crystal Hotel & SPA-ს მენეჯერი სიმონ მაღრაძე განმარტავს, ბაკურიანი ტურისტებით სავსეა. 

„ძალიან კარგი სეზონი გაქვს და რასაც ზოგადად ბაკურიანში ვუყურებ, ძალიან ბევრი ხალხია. ჩვენს სასტუმროში და აპარტამენტებში დატვირთულობა მაღალია. ამ მომენტისთვის ნომერიც, რომ მოითხოვოთ 10 იანვრამდე თავისუფალი არ გვაქვს. საბაგირო სრული დატვირთვით მუშაობს და სტუმრებიც აქტიურად სრიალებენ. ახალი წლის პერიოდში, ანუ 30 დეკემბრიდან 10 იანვრამდე პერიოდში ყველა ჩვენს ობიექტზე თითქმის 100%-იანი დატვირთვაა. თავისუფალი ნომერი ფაქტობრივად არ გვაქვს. ამ ეტაპზე ჩვენთან სტუმრების 50%-ი არის უცხოელი სტუმრები, ხოლო დარჩენილი 50%-ი საქართველოში მაცხოვრებლები“, - განმარტავს Crystal Hotel & SPA-ს მენეჯერი.

Crystal Hotel & SPA, რომელიც 2009 წელს გაიხსნა 171 სასტუმრო ნომრისგან შედგება და ერთდროულად 400-მდე სტუმრის მიღება შეუძლია. 

„უცხოელი სტუმრებიდან კი ამ ეტაპისთვის ლიდერობენ სტუმრები სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და პოსტ საბჭოთა ქვეყნებიდან. იანვრის შუა რიცხვებიდან კი არსებული ჯავშნების მიხედვით იზრდება ადგილობრივების წილი და 70/30%-ზეა. 

მიმდინარე მოვლენების გამო არანაირი გაუქმებები არ ყოფილა. რა ჯავშნებიც გვქონდა თითქმის იგივე დონეზე დარჩა. რაღაცა გაუქმებები იყო, მაგრამ არა პოლიტიკური მოვლენების გამო“, - ამბობს სიმონ მაღრაძე. 

Crystal Hotel & SPA-ს მენეჯერის თქმით, თებერვალში ბაკურიანში ახალგაზრდული ოლიმპადაიმართება​.

„ჩვენ ამ ოლიმპიადის მასპინძლები ვართ და ამიტომ თებერვლის ნახევარი მათზე გაქვს გაჩერებული, ხოლო თებერვლის მეორე ნახევარი და მარტში ჩვეულებრივად არის ჯავშნები“, - ამბობს სიმონ მაღრაძე. 

Crystal Hotel& SPA დებარეობს სამთო-სათხილამურო კურორტ ბაკურიანში, თბილისიდან 185 კმ-ში და დიდველის სასრიალო საბაგიროდან რამდენიმე წუთში.

კომპლექსის ტერიტორიაზე, კრისტალის საკურორტო ზონაში განთავსებულია 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო – საკუთარი გონდოლებიანი და ნახევრად ღია სავარძლის ტიპის საბაგირო , 6 კმ-იანი კრისტალის სათხილამურო ტრასა, 350 მეტრიანი საბავშვო საბაგირო, ინსტრუქტორები, ყინულის საციგურაო მოედანი, სნოუ თუბინგი, სასრიალო ინვენტარის გაქირავები ცენტრი, კეთიმლოწყობილი ტყე-პარკი, რეტორნები, კაფეები, ბარები. სასტუმროში ასევე არის სპორტ დარბაზი პროფესიონალი სპორტსმენების სპორტული შეკრებებისთვის.

სასტუმროში შეძლებთ ისარგებლოთ: საცურაო აუზით, სპა და ფიტნეს ცენტრით, ჯაკუზით, ფინური საუნით, თურქული ჰამამით და სპა პროცედურებით.

სასტუმროში კარგად და ბედნიერად დასვენების ყველა წინაპირობაა: დახვეწილი დიზაინის ნომრები, უმაღლესი ხარისხის მომსახურება, პრაქტიკული ადგილმდებარეობა, საუკეთესო ხედები და სხვა.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები