დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თებერვალი-მარტი 80-90%-ით დაჯავშნილია, ჭარბობენ სტუმრები ისრაელიდან, გალფის ქვეყნებიდან, პოლონეთიდან, ჩეხეთიდან, ბრიტანეთიდან, ნიდერლანდებიდან, აშშ-დანაც კი - Marco Polo Hotel Gudauri

თებერვალი-მარტი 80-90%-ით დაჯავშნილია, ჭარბობენ სტუმრები ისრაელიდან, გალფის ქვეყნებიდან, პოლონეთიდან, ჩეხეთიდან, ბრიტანეთიდან, ნიდერლანდებიდან, აშშ-დანაც კი - Marco Polo Hotel Gudauri

04-01-2025 16:58:00

გუდაურში მდებარე Marco Polo Hotel Gudauri ზამთრის ტურისტულ სეზონზე არსებული ჯავშნებით კმაყოფილია. როგორც კომპანია „გუდაური სქი რესორტის“, სასტუმრო Marco Polo-ს ბიზნესის განვითარების დირექტორმა  - მაკო ჩიკოიძემ განაცხადა, Marco Polo-ს მაგალითზე თებერვალი 90%-ით უკვე დაჯავშნილია, ხოლო მარტის თვეში სასტუმრო ნომრების 80%-მდე გაყიდულია. 

„​უკვე ოქტომბერშივე გვქონდა მთელი ზამთრის თვეები 80%-ით დაჯავშნილი. საკმაოდ კარგი დატვირთულობა გვქონდა უკვე შემოდგომაზე, გაყიდული ნომრების მიმართულებით. დეკემბერიც საკმაოდ მაღალი დატვირთულობით დავხურეთ. ახალი წელი გვქონდა 100%-ით გაყიდული და არც ერთი ნომერი არ იყო თავისუფალი. ახალი წლის პერიოდი იყო ძალიან მაღალი დატვირთულობით. ახლაც, იანვარშიც საკმაოდ მაღალი დატვირთვა გაქვს. თებერვალი ამ დროისათვის დატვირთული გვაქვს 90%-ზე მეტი და მარტის ჯავშნები კი უკვე 80%-მდე გაყიდული“, - განმარტავს მაკო ჩიკოიძე.

მისივე თქმით, Marco Polo-ში ადგილობრივი ტურისტების წილი იანვრის მეორე ნახევრიდან იზრდება. 

„ქართველი სტუმრები ძირითადად ძველით ახალი წლის შემდეგ აქტიურდებიან და სწორედ ამ პერიოდიდან იწყებენ გუდაურში სიარულს. ადგილობრივი დამსვენებლები Marco Polo-ში საკმაოდ მრავლად არიან წარმოდგენილები, რადგანაც ვიცით, რომ ისტორიული სასტუმროა და თბილისისთვისაც ერთ-ერთი უსაყვარლესი ადგილია, რადგანაც გუდაური დაფუძნდა სწორედ სასტუმრო Marco Polo-თი. შესაბამისად, ქართველების ჯავშნები გაქვს ისევ ისე, ანუ საკმაოდ აქტიურად. რაც შეეხება უცხო ქვეყნიდან ჩამოსულ ტურისტებს, გუდაურშიც და Marco Polo-შიც ჭარბად არიან ისრაელიდან ჩამოსული სტუმრები და ასევე გალფის ქვეყნებიდან. ძალიან აქტიურად არიან ასევე პოლონელები, ჩეხები, სტუმრები სკანდინავიის ქვეყნებიდან და Marco Polo-ში გვყავს ძალიან ბევრი სტუმარი ბრიტანეთიდან, ნიდერლანდებიდან და ასევე ხშირად გვსტუმრობენ კანადიდან და აშშ-დან“, - აღნიშნავს კომპანია „გუდაური სქი რესორტის“, სასტუმრო Marco Polo-ს ბიზნესის განვითარების დირექტორი.

ზამთრის სეზონზე სასტუმრო Marco Polo-ში ძირითადად ინდივიდუალური ჯავშნები შედის, ვიდრე კორპორატიული. 

რაც შეხება ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების გავლენას ზამთრის კურორტებზე ტურისტების რაოდენობაზე, როგორც სასტუმრო Marco Polo-ს წარმომადგენელი ამბობს უცხოელების მხრიდან იყო გარკვეული კითხვები, თუმცა სატანადო და დროული პასუხების შემდეგ მათგან გაუქმებები ნაკლებად იყო. 

„ეფექტი ჰქონდა ქართული კორპორატიული ჯავშნების და ღონისძიებები მიმართულებით. უცხოელების მხრიდან იყო კითხვები, თუ რამდენად უსაფრთხოა გარემო და ასე შემდეგ. საბოლოო ჯამში ჩვენი სასტუმროს მაგალითზე ვერ ვიტყოდი, რომ გაუქმებების ის მაჩვენებელი გვქონდა, რომელმაც რაღაცნაირად ასახვა პოვა, ან შეცვალა სიტუაცია. კითხვები ნამდვილად იყო, თუმცა ჩვენგან იყო ადეკვატური პასუხი, რომ ეს იყო დემოკრატიული პროცესი - პროტესტი. არაფერი არ მოგვიტყუებია. როდესაც დამამშვიდებელ პასუხებს იღებდნენ ჯავშნებიც შევინარჩუნეთ. 

ჩვენთან სიტუაცია კარგია, მთავარია ახლა თოვლი მოვიდეს. წელს ხელოვნური გათოვლიანების სისტემები ბევრად უკეთესად მუშაობს. ამ კუთხითაც ყოველწლიურად წინ მივდივართ და უკეთესი მდგომარეობა გაქვს. უფრო მეტი კილომეტრია გათოვლიანებული და ტურისტებიც კმაყოფილები არიან - სრიალს ახერხებენ“ - განაცხადა კომპანია „გუდაური სქი რესორტის“, სასტუმრო Marco Polo-სბიზნესის განვითარების დირექტორმა.


 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები