დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
2024 წელს GCCA-მ 2 მოკვლევა დაასრულა, ხოლო 4 მიმდინარე რეჟიმშია

2024 წელს GCCA-მ 2 მოკვლევა დაასრულა, ხოლო 4 მიმდინარე რეჟიმშია

06-01-2025 18:00:00

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში (GCCA) 2024 წლის ბოლოსთვის მიმდინარე რეჟიმშია 4 მოკვლევა, რომელთა დასრულებაც სავარაუდოდ 2025 წელს მოხდება.

  • ავტობაზრობის საქმე | კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმებები
  • მოკვლევა მიმდინარეობს - ავტოიმპორტიორების ერთობლივი საჩივრის საფუძველზე, მოპასუხე ეკონომიკური აგენტების - შპს ,,რუსთავის ავტობაზრობის“  და შპს ,,მიკადო ჯორჯიასმხრიდან დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების  სავარაუდო ფაქტზე. საკითხი ეხება - . რუსთავის ავტობაზრობის ტერიტორიაზე, ავტოსადგომებით სარგებლობის სანაცვლოდ, მოპასუხე ეკონომიკური აგენტების მხრიდან არასამართლიანად მაღალი ფასის ან სხვა არასამართლიანი სავაჭრო პირობების პირდაპირ ან არაპირდაპირ დადგენას.
  • ფარმაცევტული ბაზრის საქმე | დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება
  • მოკვლევა მიმდინარეობს - ფარმაცევტულ ბაზარზე მოქმედი 8 ეკონომიკური აგენტის მიმართ, დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების სავარაუდო ფაქტზე. საკითხი ეხება - შესყიდვის ან გაყიდვის არასამართლიანი ფასის ან სხვა არასამართლიანი სავაჭრო პირობების პირდაპირ ან არაპირდაპირ დადგენას(ფიქსირებას).
  • ბათუმში თევზით ვაჭრობის საქმე | დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება, კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმებები
  • მოკვლევა მიმდინარეობს - ქ. ბათუმში, .. „მელკიმორიის ბაზრობაზე“ იმპორტირებული თევზით ვაჭრობის სექტორში. საკითხი ეხება - შპსპოსეიდონი 2022“-ის მიერ სააგენტოში შემოტანილ საჩივარს კომპანიების შპს ,,გოლდენ ფიშ ბათუმსადა შპს ,,ზუნდაგსშორის კონკურენციის შემზღუდველ შეთანხმებების შესაძლო ფაქტს. ასევე, ერთ-ერთი მოპასუხე ეკონომიკური აგენტის მხრიდან დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების სავარაუდო ფაქტს.
  • ელექტრონული კომერციის ბაზრის საქმე | დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება
  • მოკვლევა მიმდინარეობს - ელექტრონული კომერციის ბაზარზე ექსკლუზიური პირობების დაწესებასთან დაკავშირებით.

მოკვლევის მიმართულებით

  • დაკისრებული ჯარიმა სულ - 43, 635.08 ლარი
  • დასრულებული მოკვლევის შედეგად 14 635.08 ლარი
  • შუალედური და განმეორებითი ჯარიმების მიხედვით - 29 000 ლარი

იმავდროულად სააგენტოს მიერ, 2024 წელს დასრულდა 2 მოკვლევა.

  • სასტუმროებისა და განთავსების ობიექტებით მომსახურების ონლაინ მიწოდების საქმე | კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმებები

საკითხი ეხებოდა - შპს ,,თინეთისა“(www.swoop.ge) და სს ,,მასტერქარდ იუროფისმხრიდან კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმების სავარაუდო ფაქტს. კერძოდ, შპს ,,თინეთისთვის“, სხვა სავაჭრო პარტნიორებთან შედარებით, ექსკლუზიური პირობების მინიჭებას - მასტერქარდის ბარათით გადახდის შემთხვევაში, ლოიალობაზე დაფუძნებულ (დამატებითი, 25%-იანი  ფასდაკლების სისტემაშეთავაზებას. GCCA-ის მიერ დამუშავებული დოკუმენტაციის შედეგად, მოპასუხე ეკონომიკურ აგენტებს შორის სავარაუდო ექსკლუზიური შეთანხმების არსებობის ფაქტი და შესაბამისი კანონდარღვევა არ დადგინდა, თუმცა ბაზარზე კონკურენტული გარემოს გაუმჯობესების მიზნით გაიცა ორი განსახილველად სავალდებულო რეკომენდაცია.

 

  • საკვები სოდის წარმოების/რეალიზაციის საქმე | არაკეთილსინდისიერი კონკურენცია

- საკითხი ეხებოდა - შპსსანტრეიდისმიერ საკუთარი პროდუქტის შეფუთვაზე კონკურენტის კუთვნილი სასაქონლო ნიშნის მსგავსი/თითქმის იდენტური იერსახის გამოყენებას. .
 

სააგენტოს გადაწყვეტილებით, არაკეთილსინდისიერი კონკურენციის დარღვევის ფაქტი დადგინდა და მოპასუხე მხარეს  14 600 ლარზე მეტი ოდენობით ჯარიმა დაეკისრაასევე, კანონდარღვევის აღმოფხვრის მიზნით, მოპასუხე მხარეს დაევალა მის მიერ განხოციელებული ქმედებების კონკურენციის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა.

 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

22 წუთის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები