სამხრეთ კორეის $1.6 ტრილიონიან აქციების ბაზარს 2025 წელს სერიოზული გამოწვევები ელოდება, რაც პოლიტიკურ არეულობას, AI-ის ბუმსა და ტრამპის პრეზიდენტობას უკავშირდება. ამის შესახებ თიბისი კაპიტალის მიერ მომზადებულ მიმოხილვაშია აღნიშნული. „კორპორატიული ღირებულების გაუმჯობესების“ კამპანია მართვის რეფორმებს აძლიერებს, მაგრამ პრეზიდენტ იუნ სუკ იოლის იმპიჩმენტის პროცედურებმა და საომარი მდგომარეობის საკითხებმა ნდობა შეასუსტა.
„Kospi ინდექსმა 8%-ით იკლო წელს, რაც 2008 წლის შემდეგ მისი ყველაზე ცუდი შედეგია, მაშინ როცა გლობალური აქციების ბაზარმა 18%-ით მოიმატა. Samsung Electronics-ის 32%- იანი ვარდნა AI-ის პრობლემების გამო ბაზარს მძიმე ტვირთად აწევს, ხოლო ტრამპის სავაჭრო პოლიტიკა და ჩინეთის სტიმულირების მცდელობები რისკებს ზრდის.
პოზიტიური ცვლილებები აქვს HD Hyundai Electric-ს, რომლის ღირებულებამ 370%-ით მოიმატა AI-ის წყალობით“, - განმარტავენ თიბისი კაპიტალში.
უახლესი
9 საათის წინ
Toyota-ს წარმოება კლების ტენდენციით ხასიათდება10 საათის წინ
სესხების დოლარიზაცია შემცირებას განაგრძობს - სებ