დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სად ყიდის საქართველო ოქროს

სად ყიდის საქართველო ოქროს

02-01-2025 16:00:00

საქართველომ ოქროს ექსპორტი შეამცირა. საქსტატის მონაცემების მიხედვით, 2024 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველომ ექსპორტზე 96,158.02 ათასი დოლარის ღირებულების 2.40 ტონა ოქრო გაიტანა. 2023 წლის 11 თვის მაჩვენებლებით კი 2.48 ტონა, შესაბამისად კლება 3%-ის დონეზეა. საქართველოდან ექსპორტირებული ოქროს 94%-ი შვეიცარიაში იყიდება, დანარჩენი კი თურქეთსა და არაბთა გაერთიანებული საამიროებზე ნაწილდება.

ქვეყნები, სადაც საქართველო  დაუმუშავებელ, ან ნახევრადდამუშავებულ ოქროს ყიდის:

  • შვეიცარია - 2.25 ტონა,
  • თურქეთი - 0.13 ტონა,
  • არაბთა გაერთიანებული საამიროები - 0.02 ტონა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოდან ოქროს იმპორტმა რეკორდს 2011 წელს მიაღწია, როდესაც ექსპორტზე 6.79 ტონა ოქრო გავიდა, რომლის საერთო ღირებულებაც 103,221.30 ათასი დოლარი იყო. 

 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები