საქართველომ ოქროს ექსპორტი შეამცირა. საქსტატის მონაცემების მიხედვით, 2024 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველომ ექსპორტზე 96,158.02 ათასი დოლარის ღირებულების 2.40 ტონა ოქრო გაიტანა. 2023 წლის 11 თვის მაჩვენებლებით კი 2.48 ტონა, შესაბამისად კლება 3%-ის დონეზეა. საქართველოდან ექსპორტირებული ოქროს 94%-ი შვეიცარიაში იყიდება, დანარჩენი კი თურქეთსა და არაბთა გაერთიანებული საამიროებზე ნაწილდება.
ქვეყნები, სადაც საქართველო დაუმუშავებელ, ან ნახევრადდამუშავებულ ოქროს ყიდის:
აღსანიშნავია, რომ საქართველოდან ოქროს იმპორტმა რეკორდს 2011 წელს მიაღწია, როდესაც ექსპორტზე 6.79 ტონა ოქრო გავიდა, რომლის საერთო ღირებულებაც 103,221.30 ათასი დოლარი იყო.
უახლესი