ევროკავშირსა და მის წევრ ქვეყნებსა და იაპონიას შორის პირველი ორმხრივი ჩარჩო შეთანხმება, სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება ძალაში შევიდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის საბჭო ავრცელებს.
„სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების წყალობით, ევროკავშირი და იაპონია უკეთესად შეძლებენ მრავალმხრივი და წესებზე დაფუძნებული გლობალური წესრიგის გაძლიერებას, რომლის ბირთვია გაერო, ერთობლივი ღირებულებებისა და პრინციპების დაცვას, როგორიცაა: კანონის უზენაესობა, დემოკრატია, ადამიანის უფლებების პატივისცემა, ღია ბაზრები, თავისუფალი და სამართლიანი ვაჭრობა“, - ნათქვამია განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ გადაწყვეტილება სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების დადების შესახებ საბჭომ 2024 წლის 22 აპრილს მიიღო, დოკუმენტი 1-ელ იანვარს შევიდა ძალაში.
უახლესი
6 საათის წინ
„ჩირიფრუტი“ გაფართოებას გეგმავს7 საათის წინ
„გორგიაში“ 80%-მდე სააღდგომო ფასდაკლებები დაიწყო8 საათის წინ
1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7573 ლარი გახდა9 საათის წინ
რამდენია მიმოქცევაში არსებული ნაღდი ფულის მასა