დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ვიბარებთ პლასტმასს - „ტენე“ პლასტმასის ჩაბარების ტრადიციას ამკვიდრებს

ვიბარებთ პლასტმასს - „ტენე“ პლასტმასის ჩაბარების ტრადიციას ამკვიდრებს

16-05-2023 18:53:38

ამიერიდან მოსახლეობას ყოველდღიურ ხმარებაში გამოყენებული პლასტმასის ჩაბარების შესაძლებლობა აქვს. ბოთლებს, ჭიქებს, საჭმლის კონტეინერებს, პლასტმასის თეფშებს, დანებს და ჩანგლებს ნაგავსაყრელზე მოხვედრის ნაცვლად, ,,ტენეს" ჩაიბარებს.

ეს არის ადგილი, სადაც პლასტმასის ნარჩენი გადამუშავდება და მეორად სიცოცხლეს შეიძენს.

ამ მიზნით კომპანიამ ჯართის ჩაბარების მსგავს ტრადიცია დაამკვიდრა.

სიახლის შესახებ Business Insider Gerogia- თან კომპანია ,,ტენეს" მარკეტინგის ხელმძღვანელმა ბექა ონიანმა განაცხადა.

„პლასტმასის ნარჩენები ხვდება ნაგავსაყრელებზე, რაც აბინძურებს და აზიანებს გარემოს, ამიტომ ვცდილობთ საზოგადოებაში ავამაღლოთ ცნობიერება და ვიზრუნოთ გარემოზე. ამ მიზნით საფუძველს ვუყრით პლასტმასის ჩაბარების ტრადიციას და ველოდებით, რომ ეს ტრადიცია დიდ ინტერესს გამოიწვევს.

გამომდინარე იქიდან, რომ ბევრს უჭირს ჩვენამდე მოსვლა და ისიც, რომ ყველა მიჩვეულია ჯართის ჩაბარებას, გადავწყვიტეთ, ,,ტენე" თვითონ მივიდეს მოქალაქეებთან და ჯართის კულტურის მსგავსად დავამკვიდროთ პლასტმასას ჩაბარების ტრადიცია.

სწორედ ამიტომ ამიერიდან „ტენეში“ #ვიბარებთ პლასტმასას", - განაცხადა ბექა ონიანმა.

მისი თქმით, დაუშვებელია პლასტმასისა და სხვა სახიფათო მყარი ნარჩენის ნიადაგში მოხვედრა, რადგან წამლავს ჩვენს მიწას.

როგორც ,,ტენეს" მარკეტინგის ხელმძღვანელი აცხადებს, პლასტმასის შეგროვება ძალიან მნიშვნელოვანია, მას აქვს გლობალური პოტენციალი, რადგან ნარჩენები საქართველოსთვის, როგორც დანარჩენი მსოფლიოსთვის, ნამდვილად დიდი პრობლემაა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები