დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ვგეგმავთ ნედლეულის ბაზის შექმნასა და საწარმოს მშენებლობას - „წნული“

ვგეგმავთ ნედლეულის ბაზის შექმნასა და საწარმოს მშენებლობას - „წნული“

19-12-2024 12:05:00

სოციალური საწარმო „წნულის“ დამფუძნებელი დავით პარკაძე Business Insider Georgia-სთან ამბობს, რომ სახელმწიფომ ხანგრძლივი იჯარით კომპანიას მიწა გადასცა.

„სოფელ ლამისყანაში, ოკუპირებულ ზონასთან ახლოს სახელმწიფოს მხარდაჭერით გრძელვადიანი იჯარით გადმოგვეცა 3 ჰექტარი მიწის ნაკვეთი,სადაც ვგეგმავთ ნედლეულის ბაზის შექმნას და რამდენიმე კოტეჯის ჩადგმას, ასევე ახალი საწარმოს მშენებლობას.

ტურიზმის სექტორში შესვლის შემდეგ ჩვენ გავმართავთ მასტერკლასებს, რაც აინტერესებთ ტურისტებს და უკვე გვექნება ადგილი, სადაც სტუმრები ჩამოვლენ და ჩვენს ღია ვორქშოპებში მიიღებენ მონაწილეობას“, - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.

დავით პარკაძის განცხადებით, ინვესტორების მხრიდან დაინტერესება არის და ამ პროექტის განსახორციელებლად სავარაუდო ინვესტიციის მოცულობა მილიონი ლარი იქნება.

„ინვესტორებთან ვიწყებთ მოლაპარაკებებს და დაინტერესებაც არის. ნედლეულის ბაზის შექმნის შემდეგ, უწყვეტ წარმოებაზე გადავალთ“, - აცხადებს დავით პარკაძე.

მას შემდეგ რაც „წნული“ ნედლეულის ბაზის შექმნას დაიწყებს, 100-მდე ადამიანის გადამზადებასა და დასაქმებას გეგმავს.

სოციალური საწარმო „წნული“ 2017 წელს შეიქმნა. საწარმოს იდეის ავტორების სურვილი იყო ეტლით მოსარგებლე ადამიანებისთვის სივრცის შექმნა.

„შევიმუშავეთ ინკლუზიური გადამზადების პროგრამა, შემდეგ უკვე მივმართეთ საგრანტო კონკურსებს. პირველი მხარდამჭერი იყო საქართველოს ბანკი და ფონდი ებილესი. ჩავუშვით სატესტო პირველი პროგრამა, რომელიც 7 ბენეფიციარზე იყო გათვლილი. პროექტმა გაამართლა და სამი შემდეგ გაყიდვები დავიწყეთ. შემდეგ გავაკეთეთ საამქრო. მომხმარებლიდან ინტერესი დიდია და დღეს, წარმოების დაწყებიდან 7 წლის შემდეგ, 40-მდე დასახელების პროდუქტს ვაწარმოებთ“,- ამბობს დავით პარკაძე. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები