დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ქვეყნიდან ფეროშენადნობების ექსპორტი 123%-ითაა გაზრდილი

ქვეყნიდან ფეროშენადნობების ექსპორტი 123%-ითაა გაზრდილი

19-12-2024 13:00:00

ფეროშენადნობების ექსპორტს ქვეყნის ექსპორტის 5.3%-ი უკავია. საქსტატის მონაცემების თანახმად, 2024 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველომ ექსპორტზე 316,538.91 ათასი დოლარის ღირებულების 276,117.08 ტონა ფეროშენადნობები გაიტანა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდი კი 123,633.84 ტონა ფეროშენადნობების ექსპორტი განხორციელდა. შესაბამისად ზრდა 123%-ია. 

საქსტატის ცნობით, ფეროშენადნობებისთვის ნომერ პირველი საექსპორტო ბაზარი თურქეთია, რომელზეც აღნიშნული პროდუქტის ექსპორტის 46%-ი მოდის. 

TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველომ ფეროშენადნობების ექსპორტი განახორციელა:

  • თურქეთი - 127,699.69 ტონა - 143,032.39 ათასი დოლარი;
  • აშშ - 73,056.45 ტონა - 90,293.51 ათასი დოლარი;
  • ეგვიპტე - 18,961.56 ტონა - 19,318.40 ათასი დოლარი;
  • იტალია - 7,847.16 ტონა - 9,789.92 ათასი დოლარი;
  • უკრაინა - 6,480.00 ტონა - 7,676.32 ათასი დოლარი;

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები