2024 წლის იანვარ-ნოემბერში ქვეყანამ 185,834.00 ცალი მსუბუქი ავტომობილის იმპორტი განახორციელა. აღნიშნული მაჩვენებლები კი 2023 წლის 11 თვის მონაცემებთან თითქმის 8%-იანი კლებაა. გასული წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში 201,471.00 ცალი ავტომობილის იმპორტი დაფიქსირდა.
2024 წლის 11 თვეში იმპორტირებული მსუბუქი ავტომობილების საერთო ღირებულებამ 3,082,409.59 ათასი დოლარის შეადგინა.
საქსტატის მაჩვენებლების მიხედვით, ქვეყანაში იმპორტირებული ავტომობილების დიდი ნაწილი ქვეყანაში აშშ-დან განხორციელდა.
TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველომ ყველაზე მეტი მსუბუქი ავტომობილები იყიდა:
უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2024 წლის იანვარ-ნოემბერში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 3 082.4 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 20.4 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს ნავთობი და ნავთობპროდუქტები 1 185.3 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 7.8 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა დაფასოებული სამკურნალო საშუალებები 562.7 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 3.7 პროცენტი).
უახლესი