დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„ჰეშკელის ქოხები“ სარესტორნე სივრცის დამატებას გეგმავს

„ჰეშკელის ქოხები“ სარესტორნე სივრცის დამატებას გეგმავს

19-12-2024 14:06:00

სვანეთში, სოფელ ჰეშკილში მდებარე ტურისტული ობიექტის  „ჰეშკილის ქოხების“ დამფუძნებელმა, დავით ფილფანმა Business Insideer Georgia-ს  განუცხადა, რომ ამ დროისთვის სეზონური ფაქტორიდან გამომდინარე საქმიანობა შეჩერებული აქვთ, თუმცა ახალი ტურისტული სეზონისთვის ემზადებიან.

„ჰეშკილის ქოხები“ ახალი ტურისტული სეზონისთვის, რომელსაც ობიექტი მაისიდან გახსნის სიახლეებს გეგმავს.

დავით ფილფანის ინფორმაციით, გეგმავენ სარესტორნე სივრცის შექმნას.

„ამ დროისთვის „ჰეშკელის ქოხებში“ ფუნქციონირებს კაფე-სამზარეულო. ამ მიმართულებით ვგეგმავთ გაფართოებასა და პირადი ინვესტიციებით სარესტორნო სივრცის შექმნას. ასვე ვგეგმავთ საგრანტო პროგრამაში მონაწილეობას“, -აცხადებს დავით ფილფანი.

ამ დროისთვის „ჰეშკელის ქოხების“ ტერიტორიაზე  ცამეტი შენობაა, მათ შორის ქოხები და მოსასვენებელი სივრცეები.

როგორც დავით ფილფანმა Business Insideer Georgia-ს  განუცხადა, მიმდინარე წელს ტურისტული ობიექტის დატვირთულობა არ იყო მაღალი.

„ყველაზე მეტი ტურისტი აგვისტოში გვსტუმრობდა. საიდანაც 70%-ს ადგილობრივები შეადგენდნენ, ხოლო 30%-ს უცხოელები“, - აცხადებს ობიექტის მფლობელი.

„ჰეშკელის ქოხები“ ადგილობრივ ბაზარზე 2017 წლიდან ოპერირებს. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები