ქვეყანაში ჩინურ ავტომობილებზე მოთხოვნა იზრდება, რასაც გაზრდილი სტატისტიკაც მოწმობს. საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის იანვარ-ნოემბერში ჩინეთიდან საქართველოში 2,668.00 ერთეული მსუბუქი ავტომობილის იმპორტი განხორციელდა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებთან შედარებით 76%-ით გაზრდილი მონაცემებია.
2024 წლის 11 თვეში ჩინეთიდან იმპორტირებული მსუბუქი ავტომობილების საერთო ღირებულებამ 35,838.73 ათასი დოლარის შეადგინა, 2023 წლის 11 თვეში კი 19,538.84 ათასი დოლარი. აქ ზრდა 84%-ია.
ბოლო წლების სტატისტიკით, საქართველოში იმპორტირებული მსუბუქი ავტომობილების იმპორტი ზრდადია.
2023 წელს ჩინეთიდან ქვეყანაში 2,668.00 ცალი მსუბუქი ავტომობილის შემოვიდა, 2022 წელს კი 1,769.00 ცალი, 2021 წლის მონაცემებით კი 1,439.00 ცალი მსუბუქი ავტომობილი.
მსუბუქი ავტომობილების პარალელურად ჩინეთიდან მზარდია სატვირთო ავტომობილების იმპორტიც. 2024 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველომ ჩინეთიდან 1,248.00 ცალი სატვირთო ავტომობილები იყიდა, 2023 წლის 11 თვეში კი 591.00 ცალი. შესაბამისად იმპორტი 111%-ითაა გაზრდილი.
საგულისხმო ფაქტია ისიც, რომ ჩინეთიდან სატვირთო ავტომობილების იმპორტის კუთხით 2024 წელი უკვე რეკორდულია, მიუხედავად იმისა, რომ წელი დასრულებული არ არის.
უახლესი
2 საათის წინ
ქვეყანაში ჩინურ ავტომობილებზე მოთხოვნა იზრდება