დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ხვიჩა კვარაცხელიას საბაზრო ღირებულება 85 მლნ ევრომდე გაიზარდა

ხვიჩა კვარაცხელიას საბაზრო ღირებულება 85 მლნ ევრომდე გაიზარდა

19-12-2024 17:10:00

Transfermarkt-მა „ნაპოლის“ ქართველი ფეხბურთელის ხვიჩა კვარაცხელიას საბაზრო ღირებულება განაახლა და საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ლიდერის ფასი 5 მილიონი ევროთი გაზარდა და უკვე 85 მილიონ ევროს შეადგენს. 

კვარაცხელიას საბაზრო ღირებულება ერთი წლის წინ ზუსტად 5 მილიონი ევროთი, 80 მილიონ ევრომდე შემცირდა.

მიმდინარე სეზონში კვარაცხელიას „ნაპოლის“ მაისურით 17 შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული, რომელთა შორის ხუთი გოლის გატანა და სამი საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები